ზე-18

10:49 | 14.04.2016 | ნანახია 1256 - ჯერ

„იაგუარსის“ ცხრა ცვლილება

სუპერ რაგბის არგენტინულმა კლუბმა „იაგუარსმა“, მე-8 ტურში კრაისტჩერჩში, 15 აპრილს „კრუსეიდერსთან“ გასამართი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად ცხრა ცვლილება განახორციელა.

მთავარმა მწვრთნელმა რაულ პერესმა კაპიტნის სამკლავური ხუან მონტოიას ნაცვლად აგუსტინ კრევის ჩააბარა. მონტოია 23-კაციან განაცხადშიც არაა, კრევის გამოჩენა კი, ერთ-ერთია იმ ხუთი ცვლილებიდან, რომელიც შერკინების ხაზში მოხდა. პირველ ხაზში კრევის მხარში ნეჰე ტეტაზ ჩაპარო ამოუდგება, რომელიც რამირო ერერას ცვლის.

მეორე ხაზში ტომას ლავანინის ადგილს მატიას ალემანო დაიკავებს, ხოლო მესამე ხაზში ხუან მანუელ ლეგიზამონი და ფაკუნდო ისა გამოჩნდნენ, რომლებიც შესაბამისად პაბლო მატერასა და ლეონარდო სენატორეს ცვლიან. მთლიანად შეიცვალა ღერძი და მარტინ ლანდახოს გონსალო ბერტრანი, ხოლო ნიკოლა სანჩესს ხუან მარტინ ერნანდესი ცვლიან. ფულბეკად თამაშს მატიას მორონი იწყებს, ცენტრში კი, ხერონიმო დე ლა ფუენტე დადგება.

„იაგუარსმა“ სუპერ რაგბის სადებიუტო მატჩში „ჩიტასის“ 34:33 დამარცხების შემდეგ, ზედიზედ ხუთი შეხვედრა დათმო, აქედან ოთხში ბოლომდე იბრძოლა და სამ შემთხვევაში მცირედი მარცხისთვის პრემიალური ქულაც აიღო. აი ერთი კვირის წინ არგენტინელები „ჰარიკეინსთან“ სარეკორდო სხვაობით დამარცხდნენ [22:40] და როგორც ჩანს, ცვლილებების სიმრავლეც ამითაა განპირობებული.

„კრუსეიდერსისა“ და „იაგუარსის“ შეხვედრა 15 აპრილს თბილისის დროით 11:35 საათზე იწყება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:55 | 14.04.2016
meleksa (132)

ესენი კიდევ უფრო მოუმატებენ მალე და იაპონელებიც. ჩვენ კიდე 1 კლუბიც ვერ გაგვიყვანია ჩელენჯ-ქაფზე.

0.09026