საქართველოს რაგბის კავშირის რიგგარეშე საერთო ყრილობა, სადაც სრკ-ს 2016 წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს, ახალ სპორტის სასახლეში 22 აპრილს, 17 საათზე დაიწყება.
ბიუჯეტი წესით 2 აპრილს უნდა დამტკიცებულიყო, მაგრამ მაშინ „ქორთიარდ მერიოტში“ დანიშნულ რიგგარეშე ყრილობაზე სრკ-ს 37 ნამდვილი წევრის წარმომადგენლებიდან, მხოლოდ 15 მივიდა. მნიშვნელოვანია, რომ რიგგარეშე ყრილობაზე 37-ივე წევრის წარმომადგენელი თუ არა, უმრავლესობა მაინც გამოცხადდეს, რათა მოხდეს ბიუჯეტის დამტკიცება. დღის წესრიგში სულ ორი საკითხია:
- სრკ-ს პრეზიდენტის მიერ სრკ-ს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა;
- სრკ-ს 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.
რაც შეეხება თავად ბიუჯეტს, ის უპრეცედენტოდ დიდია და 19 402 266 ლარს შეადგენს. ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილს დეტალურად თუ გადავხედავთ, აქ მთავარი დამფინანსებელი სახელმწიფოა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქამეთა სამინისტრო 11 125 000 ლარს გამოყოფს, რასაც ამავე ორგანიზაციიდან პრემიის სახით 977 500 ლარი ემატება. ქართული რაგბი „ფონდი ქართუსგან“ გრანტის სახით 1 700 000 ლარს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციისგან სანაკრებო და განვითარების მიმართულებით, მიზნობრივ გრანტს - 680 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს, რაც დაახლოებით 2 394 000 ლარია.
სპონსორებისგან - სს „თიბისი ბანკისგან“ სრკ-ს 350 000 ამერიკულ დოლარი (822 500 ლარი), ხოლო სს „ლომისისგან“ 100 000 ამერიკულ დოლარი (235 000 ლარი) ერგება. ბილეთების რეალიზაციიდან და სხვა აქტივობებიდან შემოსავალი 443 800 ლარს, ხოლო საკონსულტაციო მომსახურებიდან 9 600 ლარს შეადგენს.
2016 წლის UNICEF-ის პროგრამის ღირებულება 50 000, ხოლო ბათუმის ფილიალის შემოსავალი 30 000 ლარია. ამა წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გრანტისგან დარჩენილი ნაშთი 528 588, ხოლო სრკ-ს შემოსავლების ნაშთი 253 964 ლარია. ასევე 2016 წლის 1 იანვრის მონაცემებით, „კავკასუს ონლაინს“ რაგბის კავშირის დავალიანება 214 526 ლარი, ხოლო RMG GOLD-ს 617 787 ლარი აქვს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
37 დან 15 რომ მივიდა რა პონტია, სხვა სპორტის სახეობას ხომარ ემსგავსებიან ყრილობებზე სიარულში?
ერთი კლუბი მაინც გავიყვანოთ ევროთასებზე მომდევნო სეზონში, თორე მოგვიწევს ერთი ადგილის ტკეპნა.
კარგია რო იზრდება რაგბის ბიუჯეტი
საკმაოდ დიდი ბიუჯეტია, მაგრამ კერძო სექტორის მეტი ჩართულობაა საჭირო