ოლიმპიადა

12:55 | 13.04.2016 | ნანახია 2337 - ჯერ

კუცია ჰაბანას 7-კაცას დაუთმობს

ფრანგული „ტულონის“ გარემარბი ბრაიან ჰაბანა ივნისში „სპრინგბოკს“ ირლანდიასთან გასამართ ტესტ-მატჩების სერიაში ვერ დაეხმარება.

ამის მიზეზი ზაფხულის ოლიმპიადაა, რომელიც ბრაზილიაში გაიმართება და 32 წლის ვარსკვლავმაც არჩევანი 7-კაცა ნაკრებზე შეაჩერა. სამხრეთ აფრიკის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ალისტერ კუცია ამბობს, რომ სურს გუნდში 30 უძლიერესი მორაგბე გამოიძახოს, თუმცა იქვე აკონკრეტებს, რომ ამ ეტაპზე არჩევანის პრიორიტეტი 7-კაცა ნაკრებს ეკუთვნის.

„ჩემი პოლიტიკა ჰაინეკე მეიერის პოლიტიკისგან დიდად არ განსხვავდება. თუ მექნება სურვილი, შემიძლია ნაკრებში საზღვარგარეთ მოთამაშე მორაგბეები გამოვიძახო, ოღონდ, ამ შემთხვევაში ბრაიან ჰაბანა გამონაკლისია. ის ამ ზაფხულს 7-კაცა ნაკრებზე იქნება კონცენტრირებული და ირლანდიელთა წინააღმდეგ დანამდვილებით ვერ ითამაშებს“ - ამბობს კუცია.

ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების თამაშები 11, 18 და 25 ივნისსაა დანიშნული.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079434