ამბები

16:05 | 12.04.2016 | ნანახია 2216 - ჯერ

ლანკასტერი შეთავაზების მოლოდინშია

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სტიუარტ ლანკასტერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე „ვარდების“ წარუმატებელი ასპარეზობის მიუხედავად, ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო და ისურვებდა, ახალი შემართებით დაბრუნებოდა სამწვრთნელო კარიერას.

სტიუარტ ლანკასტერი: „მე მთავარი მწვრთნელი ვიყავი და შესაბამისად, მსოფლიო თასზე გუნდის წარუმატებლად ასპარეზობაზე პასუხისმგებლობა არა მარტო მორაგბეებს, არამედ მეტწილად მე მეკისრება. თუმცა, ჩემპიონატმა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა და ვისურვებდი, რომ ისევ დავბრუნებოდი მწვრთნელის პოსტს, თუნდაც სამხრეთ ნახევარსფეროში. საკუთარ თავს ამჟამად სწორედ სუპერ რაგბიში ვხედავ. 46 წლის ვარ და დრო მიდის, თუ მწვრთნელის პოსტზე შემოთავაზება მექნება, ხელიდან ნამდვილად არ გავუშვებ“.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092833