ტონგელი მორაგბე აკამეტა ფეაო უახლოეს ორ დღეში თბილისში ჩამოვა და საქართველოში შეკრებაზე მყოფ რუსეთის ჩემპიონს და თასის მფლობელ „კრასნი იარს“ შეუერთდება.
ფეაოს 2010 წელს ტონგის ეროვნული ნაკრების მაისურით ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის ეროვნული ნაკრების კანდიდატად დიდი ხნის განმავლობაში მოიაზრებოდა და ტონგას „ა“ ნაკრების შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობდა. აკამეტა მესამე ტონგელია „კრასნი იარში“ ბურჯ სიონე ფუკოფუკასა და უკანახაზელ ედმონდ პაეას შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონთან ახლახანს სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა საქართველოს ეროვნული გუნდის მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ. ამავე გუნდის წევრია ვალერი ცნობილაძე. 10 აპრილს კრასნოიარსკელებს რუსთავში „არმიას“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, მაგრამ თბილისურმა კლუბმა ტრავმების სიმრავლის მიზეზით თამაშზე უარი თქვა. 15 აპრილს ასევე რუსთავში რუსეთის ჩემპიონი თბილისის „აკადემიას“ უნდა ეთამაშოს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია