პრო დ2-ის XXV ტურში, ნაადრევად გაჩემპიონებულმა „ლიონმა“ შემადგენლობის გადახალისება გადაწყვიტა და სტუმრად „ტარბს“ ლიდერების გარეშე ეწვია. თვის მხრივ, მასპინძლები დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და შესუსტებულ ჩემპიონთან რკენა მათთვის საქმეს თითქოს აადვილებდა.
„ტარბმა“ მაინც მძიმე ბრძოლაში გადაიტანა და საბოლოოდ 10:9 იმარჯვა, რითაც პრო დ2-ში ადგილი ფაქტობრივად გაინაღდა. აღნიშნულ შეხვედრაში სტუმართა რიგებში დებიუტი ჰქონდა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრს, მესამეხაზელ გიორგი ჯავახიას, რომელმაც შეცვლაზე დასკვნითი 10 წუთი ითმაშა. კიედევ ერთი სასიამოვნო ფაქტი ისაა, რომ ახალგაზრდა „ბორჯღალოსანმა“ კლუბთან 2-წლიან პროფესიულ კონტრაქტს მოაწერა ხელი. „ლიონის“ სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, ისინი ჯავახიას შემდეგ თამაშებშიც დატვირთვაენ და სწორედ ამის გამო არ გამოუშვეს 20-წლამდელთა შეკრებაზე. „ტარბის“ ლეგიონერთაგან მოედანზე მხოლოდ ბურჯი ირაკლი მირცხულავა იყო, რომელსაც თავის მხრივ კარიერის „ტულუზში“ გაგრძელების კარგი შანსი აქვს. ის შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა. შეგახსენებთ, გიორგი ნემსაძემ წინა თამაშში წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.
20-წლმადელთა შეკრებას დააკლდა „მონ დე მარსანის“ მესამეხაზელი ბექა გორგაძეც, რომელიც მეორე წრეში ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდა, „ნარბონთან“ მატჩშიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. მან მე-17-ე წუთზე თვისი გუნდი უეჭველი ლელოსგან იხნსა, როდესაც მოწინააღმდეგე ზედ ლელოს ხაზთან შებოჭა, მაგრამ მომდევნო შეტევაში სტუმრებმა მაინც შეძლეს მიზნის მიღწევა. ამ დროს მასპილები 0:8 ჩამორჩნენ, ხოლო 26-ე წუთისთვის სხვაობა 11 ქულამდე გაიზარდა. მასპინძლებს მხსლენად ფიჯელი შუამარბი სავენაკა ტოკულა მოევლინა, რომელმაც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ორი ლელოს დადება მოახერხა, „მონ დე მარსანმა“ 17:11 გაიმარჯვა და პლეიოფში მოხვედრის რეალური შანსი შეინარჩუნა.
მეოთხე ადგილოსანი „პერპინიენი“ შინ მეორე ადგილოსან „ბეიონს“ მასპინძლობდა და ტაიმი 9:0 მოიგეს, მეორე ტაიმის საწყის წუთებში კი, სტუმრები ორჯერ დაალელოვეს - ჯერ გადაკიდებულ ბურთს მიყვნენ დროულად, ხოლო მეორედ თავიანთ ნახევარზე ჩაჭრეს გადაცემა. სტუმრებმა შეხვედრის მიწურულსღა მოახერხეს ერთი საპასუხო ლელოს დადება, როდესაც საკუთარი 22 მეტრიანი ზონიდან სწრაფი შეტევა წამოიწყეს. მასპინძელთა ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ, ხოლო სტუმართა ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი სათადარიგო იყო და შეხვედრაში 63-ე წუთიდან ჩაერთო.
მესამე ადგილოსანმა „ორიაკმა“ „კარკასონს“ 5 ლელო დაუდო, 42:14 დაამარცხა და მეტოქეზე 3-ით მეტი ლელოს დადებისთვის ბონუს ქულაც მიითავალა. მასპინძელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეხვედრა სრულად ჩაატარეს მეორე ხაზელმა ლევან დათუნაშვილმა და შუამარბმა მერაბ შარიქაძემ.
პლეიოფში ადგილის კიდევ ერთმა მაძიებელმა „ბეზიემ“, შინ „ალბი“ 27:8 დაამარხა, მაგრამ ბონუს ქულის აღება ვერ მოახერხა. მასპინძელთა რიგებში ძირითადში იყო მესამე ხაზელი ლაშა ლომიძე, რომელიც 55-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სტუმართა შორის ბურჯი ბექა შეყლაშვილი და ის 48-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ 65-ე წუთზე 10 წუთით მოედანზე გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად დაბრუნდა. მეორე ხაზელი ვახტანგ მაისურაძე სათდარიგო იყო და შეხვედრაში 62-ე წუთიდან ჩაერთო.
ორი აუტსაიდერი - „ექსი“ და „დაქსი“, სტუმრად შესაბამისად, „კოლომიესთნ“ და „ბიარიცთან“ დამარცხდნენ 19:27 და 13:28. ორივე შეხვედრაში ქართველი ლეგიონერები მე-60-ე წუთიდან ჩაერთვნენ თამაშში - „ექსში“ გიორგი ზაქაშვილი, „დაქსში“ელიზბარ ყუფარაძე. ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში „ბურგუენმა“ შინ „ნარბონი“ დაამარხდა - 27:20.
პრო დ2. XXV ტური
პერპინიენი - ბეიონი 23:10
ტარბი - ლიონი 10:9
კოლომიე - ექსი 27:19
ორიაკი - კარკასონი 42:14
ბიარიცი - დაქსი 28:13
მონ დე მარსანი - ნარბონი 17:11
ბურგუენი - მონტობანი 27:20
ბეზიე - ალბი 27:8
1. | ლიონი | 25 | 22 | 0 | 3 | 802:380 | 101 | 13 |
2. | ბეიონი | 25 | 15 | 1 | 9 | 520:493 | 69 | 7 |
3. | ორიაკი | 25 | 15 | 0 | 10 | 601:509 | 68 | 8 |
4. | ბეზიე | 25 | 14 | 1 | 10 | 624:545 | 64 | 6 |
5. | პერპინიენი | 25 | 13 | 1 | 11 | 589:518 | 63 | 9 |
6. | კოლომიე | 25 | 12 | 3 | 10 | 509:505 | 61 | 7 |
7. | მონ დე მარსანი | 25 | 13 | 1 | 11 | 496:525 | 59 | 5 |
8. | ბურგუენი | 25 | 11 | 0 | 14 | 500:486 | 56 | 12 |
9. | ალბი | 25 | 12 | 2 | 11 | 479:501 | 56 | 4 |
10. | ბიარიცი | 25 | 12 | 0 | 13 | 530:488 | 54 | 6 |
11. | მონტობანი | 25 | 11 | 0 | 14 | 471:496 | 52 | 8 |
12. | ნარბონი | 25 | 11 | 0 | 14 | 489:555 | 50 | 6 |
13. | ტარბი | 25 | 11 | 0 | 14 | 471:507 | 45 | 9 |
14. | კარკასონი | 25 | 9 | 0 | 16 | 386:596 | 41 | 5 |
15. | დაქსი | 25 | 7 | 1 | 17 | 435:609 | 35 | 5 |
16. | ექსი | 25 | 7 | 0 | 18 | 432:621 | 32 | 4 |
ტარბს დაკლებული აქვს 8 ქულა
XXVI ტური. 14, 15, 17 აპრილი
მონტობანი - პერპინიენი, კარკასონი - ბიარიცი, ბეიონი - ტარბი, ექსი - ბურგუენი, დაქსი - ორიაკი, ალბი - მონ დე მარსანი, ნარბონი - კოლომიე, ლიონი - ბეზიე
გიორგი ბეჭვაია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია