დიდი 10

18:44 | 27.03.2016 | ნანახია 1190 - ჯერ

„ლელო-სარასენსმა“ რეგულარული 60 წუთში მოიგო

საქართველოს ჩემპიონმა „ლელო-სარასენსმა“ „დიდი 10“-ის მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში ბოლნისის „ყოჩებს“ საწყის 60 წუთში ხუთი ლელო გაუტანა, 29 უპასუხო ქულა აიღო და რეგულარული გათამაშება ვადაზე ერთი ტურით ადრე მოიგო.

ბოლნისის „ყოჩებმა“ დასკვნით მეოთხედში გაიბრძოლა და სამი საპასუხო ლელოს დადებით მეტოქეს პრემიალური ქულა არ ააღებინა, მაგრამ ამით საერთო ჯამში არაფერი შეცვლილა.

თბილისელებმა კარგად გამოიყენეს თავისი მძლავრი იარაღი მოლი, რომლითაც მეტოქეს სამი ლელო შეუტანეს, ორჯერ კი, მიზანს გაშლილი თამაშით უწიეს. გარდა ამისა, „ლელო-სარასენსი“ მთელი საათის განმავლობაში კარგად იცავდა თავს და გადამწყვეტ მომენტში მძლავრობდა შერკინებაში. ბოლნისელებს თამაში არ წაუვიდათ დერეფანში, რაღაც მომენტში ფსიქოლოგიურადაც გატყდნენ, თორემ პერიოდულად ფაზების აკინძვა მოახერხეს და მრავალფეროვნადაც უტევდნენ, მაგრამ ის ერთი საათი „ლელო-სარასენსი“ მეტოქეზე უკეთესი გუნდი იყო.

შეხვედრას ირლანდიელი რეფერი სჯიდა და მას პირველი ლელოს დაფიქსირება დებიუტშივე მოუხდა. ჩემპიონს ალბათ კარგად ახსოვდა პირველი წრის თამაში, როდესაც ბოლნისელებს დასკვნით წუთებში მოლით სამი ლელო გაუტანა და ფაქტობრივად, წაგებული სათავისოდ შემოატრიალა [28:24]. ამიტომ, დასარტყმელი ჯარიმიდან ბურთი აუტში გაგზავნა, 5-მეტრა დერეფნიდან კარგი მოლი დააყენა და დაჩი კოპაძემ ანგარიში გახსნა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

სხვა დროს, ალბათ „ყოჩები“ ჩამორჩენას ჯარიმით შეამცირებდა, მაგრამ პირველ ტაიმში ბოლნისელებს პირქარში უწევდათ თამაში და დერეფნიდან სცადეს შეტევა, თუმცა დაჯარიმდნენ. მერე მათ შერკინებაში დაარღვიეს წესი და ოთარ ბარკალაიას 42 მეტრიდან ჯარიმა გარდასახვასავით გაუფუჭდა. მე-15 წუთზე „ლელო-სარასენსი“ უკვე თავის 22-ში დაჯარიმდა, სოხაძემ ამჯერადაც ლელოზე არჩია თამაში, დერეფანი დავით გრძელიშვილმა მოიგო და ხაზიც გადაიკვეთა, მაგრამ ბურთს მცველები ჩაუწვნენ, შერკინების შემდეგ კი, ის მეტოქეს გადაეცა.

ტაიმის შუაში სანდრო მინდიაშვილმა გაჭრა ხაზი და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, გრძელიშვილმა 5-მეტრიან წყვეტილთან შებოჭა, მაგრამ „ლელო-სარასენსმა“ შეტევა გააგრძელა, ლაშა ხმალაძემ ორჯერ შეცვალა მიმართულება, გიორგი ტალახაძე მბოჭავს დაუსხლტა და მეორე ლელო გაიტანა. ამჯერად ბარკალაიამ გარდასახა - 0:12. ტაიმის ბოლომდე ანგარიშის შეცვლა სოხაძეს შეეძლო, მაგრამ არეკნი გაუცუდდა.

შესვენებისას „ყოჩებმა“ თამაშში გარდატეხის შესატანად ერთბაშად ოთხი ცვლილება განახორციელეს, მაგრამ საწყის 10 წუთში „ლელოს“ მოლებს ორი ლელო მოყვა - 0:24: თამაში რომ განახლდა ხმალაძემ ბურთი აუტში გაგზავნა, ბოლნისელებმა პირველი მიძალება შეაჩერეს, მაგრამ მერე მიმართულების ღერძი შეიცვალა და ბურთი გიორგი ჭყოიძემ დაამიწა, ხოლო ბარკალაიამ გარდასახა. 50-ე წუთზე იგივე განმეორდა, ოღონდ ამჯერად ლელო სანდრო ქოიავამ ალამთან დადო და გარდასახვა არაზუსტი იყო.

შეხვედრა რომ განახლდა „ლელო-სარასენსმა“ თავისი ნახევრიდან სცადა ხელდახელ შეტევა და ბურთი დაკარგა, ოფლოუდის შემდეგ მარჯვენა ფლანგზე სანდრო ნიჟარაძე გაიქცა, რომლის წინაც არავინ იდგა, მაგრამ ირლანდიელმა ჩასტვინა და „ყოჩებს“ შერკინება დაუბრუნა. აქედან არაფერი გამოვიდა, ხოლო მე-60 წუთზე „ლელომ“ სწრაფად გაშალა ბურთი ფლანგზე, რატი შანიძე ორ მცველს შორის შევიდა და ლელო სანდრო თოდუას გაატანა - 0:29.

65-ე წუთზე რეფერიმ რაქშდი გვერდიდან შესვლისთვის კოპაძე გაასინბინა და „ყოჩებმაც“ მეტობა ორ ლელოში ასახა. 67-ე წუთზე სოხაძემ მარცხენა ფლანგზე ფეხით ჩაკიდა ბურთი, სადაც მას მიხეილ გაჩეჩილაძე დაეუფლა და უკვე ლელოში შესულმა ბოლომდე იბრძოლა, რათა მერე სოხაძეს კარის წინიდან გარდაესახა. ორიოდე წუთში სოხაძემ თავის ნახევარზე გაჭრა ხაზი, კარგი თანმიმდევრული შეტევა კი, ლელოთი ნიჟარაძემ დაასრულა და ანგარიში 14:29 გახდა.

სხვაობა მაინც დიდი იყო, წუთები კი, მიდიოდა, მით უმეტეს, რომ გარკვეული დროით „ლელომ“ თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა შეძლო, მაგრამ ბოლნისელებმა ბოლოს ერთიც გაიბრძოლეს, ბექა გუგეშაშვილმა 22-იდან კონტრშეტევა წამოიწყო და „ლელოს“ ამ იერიშის უქულოდ დასრულება ზურაბ ხორბალაძის სინბინად დაუჯდა. მერე „ყოჩებს“ მეტოქის 22-ში ბურთი წინ დაუვარდა, თუმცა შერკინებაში ის დაიბრუნა და გიორგი ტყეშელიაძემ ბოლნისელთა მესამე ლელოც გაიტანა, რითაც „ლელო-სარასენსმა“ პრემია დაკარგა, თორემ ჯამში არაფერი შეცვლილა და შეხვედრა 19:29 დასრულდა.

დღის მეორე შეხვედრაში სტუმრად არ დამარცხდა აუტსაიდერი „არმია“, რომელიც „ბათუმს“ დაუზავდა - 21:21. მე-17 ტურში აუტსაიდერების წარმატებული თამაში ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა და შედეგად, დასკვნითი ტური განსაკუთრებით ქვედა ოთხეულის გუნდებისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გარდა ამისა, გასარკვევია ისიც, თუ რომელი ორი გუნდი იქნება მასპინძელი პლეი ოფის პირველ ეტაპზე, სადაც მესამე-მეექვსე ადგილოსნები ითამაშებენ.

დიდი 10. XVII ტური

27 მარტი

თბილისი. „შევარდენი“.

ყოჩები [ბოლნისი] - ლელო-სარასენსი [თბილისი] 19:29

ფოთი.

ბათუმი [ბათუმი] - არმია [თბილისი] 21:21

27/03

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

17

13

1

3

2

1

0

326:241

+85

36/25

57

2

ლოკომოტივი თბილისი

17

11

1

5

1

4

0

292:251

+41

30/20

51

3

ჯიქი გორი

17

9

1

7

4

4

0

262:176

+86

27/11

46

4

ბათუმი ბათუმი

17

9

2

6

1

5

0

283:254

+29

23/15

46

5

ყოჩები ბოლნისი

17

10

0

7

1

4

0

298:271

+27

25/27

45

6

აია ქუთაისი

17

8

2

7

1

4

0

286:279

+7

26/20

41

7

აკადემია თბილისი

17

6

0

11

1

5

0

180:242

-62

13/25

30

8

ხარები რუსთავი

17

6

0

11

0

5

0

227:299

-72

18/31

29

9

არმია თბილისი

17

4

2

11

0

8

0

296:362

-66

22/39

28

10

არმაზი თბილისი

17

4

1

12

0

7

0

234:309

-75

22/29

25

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

27/03 @ 16.55

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

XVIII [ბოლო] ტური. 2-3 აპრილი

აკადემია - აია, ლელო-სარასენსი - ლოკომოტივი, არმია - ყოჩები, ჯიქი - ბათუმი, არმაზი - ხარები

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.118344