ტოპ 14

17:20 | 27.03.2016 | ნანახია 3114 - ჯერ

სონი ბილ უილიამსი ქართველების თანაგუნდელი გახდება?

ახალზელანდიელი შუამარბის სონი ბილ უილიამსის ფრანგულ „ტულონში“ გადაბარგება უფროდაუფრო რეალური ხდება.

Van Martin-ის ინფორმაციით, მორაგბის აგენტი და „ტულონის“ პრეზიდენტი მურად ბუჯელალი ერთმანეთს შეხვდნენ და ტრანსფერის პირობებზე ისაუბრეს.

„ჯერ არანაირი დოკუმენტი არ გაფორმებულა. სონის ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს კარიერის გასაგრძელებლად. თუ ის „ტულონში“ გადავა, მინდა იცოდეთ, რომ ეს ფულის გამო არ მოხდება. გადაწყვეტილება მთლიანად სონიზე იქნება დამოკიდებული.“- აცხადებს მოთამაშის აგენტი ჰოდერ ნასერი.

30 წლის სონი ბილ უილიამსი „ტულონში“ 2008-10 წლებში გამოდიოდა და ფრანგული კლუბის რიგებში 33 მატჩი ჩაატარა. შეგახსნეებთ, რომ „ტულონის“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ოთხი ქართველი მორაგბე - მამუკა გორგოძე, კოტე მიქაუტაძე, ლევან ჩილაჩავა და იური ნატრიაშვილი ირიცხებიან.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077339