ამბები

15:14 | 19.01.2016 | ნანახია 2907 - ჯერ

მზადება სამხრეთამერიკული ტურნესთვის (+VIDEO)

წარმატებული 2015 წლის შემდეგ ესტაფეტა 20-წლამდელებმა გადაიბარეს. შარშან მსოფლიო რაგბის ალაფის მოგებით, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ქართული რაგბის ისტორიაში პირველად შეძლეს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გასვლა (World Rugby U20 Championship), სადაც 12 ელიტარულ ახალგაზრდულ ნაკრებს შორის იასპარეზებენ. ტურნირი წელს მანჩესტერში 5-25 ივნისს გაიმართება.

წილისყრის შედეგად საკმაოდ ძლიერ, ‘ა’ ჯგუფში მოვხვდით, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები უელსელ, ირლანდიელ და ახალ ზელანდიელ თანატოლებს ერკინებიან.

ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი:


7 ივნისი - ახ. ზელანდია - საქართველო;

11 ივნისი - უელსი - საქართველო;

15 ივნისი - ირლანდია - საქართველო;

სხვა დონის ტურნირზე გასვლა, შესაბამისად ახალი გამოწვევაა ქართული რაგბისთვის და მისთვის მზადება ახლებურადაა საჭირო. 2015 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისას ინგლისში საქართველოს, არგენტინისა და ურუგვაის რაგბის კავშირების პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები თებერვალში სამხრეთ ამერიკულ ტურნეში გაემგზავრებიან, სადაც ორ-ორ მატჩს არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებთან გამართავენ, რაც ჩვენი ბიჭებისთვის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს.

სამხრეთ-ამერიკული ტურნე 16 თებერვლიდან 6 მარტამდე გასტანს. პირველ ორ მატჩს უმცროსი ბორჯღალოსნები ‘პუმიტასის’ (20წ არგენტინა) წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო ბოლო ორში ტერიტოსს’ (20წ ურუგვაი) ერკინებიან.

მატჩების განრიგი


არგენტინა - საქართველო
20 თებერვალი, ბუენოს აირესი
24 თებერვალი, როსარიო


ურუგვაი - საქართველო
28 თებერვალი, პაისანდუ
4 მარტი, მონტევიდეო

შეკრებები შევარდენზე

ვიდრე არგენტინა-ურუგვაისკენ აიღებდნენ გეზს, ნაკრებმა დეკემბერსა და იანვარში ორი შეკრება გაიარა შევარდენზე და გამგზავრებამდე, თებერვლაში კიდევ ერთს გამართავენ. უკანასკნელი შეკრება 8 იანვარს დაიწყო და 18 იანვრის ჩათვლით გასტანა, რომლის დროსაც სამწვრთნელო შტაბმა 38 მორაგბეს უხმო. ამ ეტაპზე, მათი საკლუბო განრიგის გათვალისწინებით, სამწვრთნელო შტაბმა არ უხმო ლეგიონერებს.

შეკრების ბოლო დღეს, ნაკრებმა საკონტროლო მატჩი გამართა დიდი 10-ის მოქმედ ჩემპიონ თბილისის ‘ლელო სარასენსთან’. მატჩი სამ ტაიმად გაიმართა, რომლის დროსაც ილია მაისურაძემ სამი სხვა დასხვა შემადგენლობა ათამაშა. ნაკრებმა 1 ლელო, ხოლო სარასენსმა 3 დაამიწა.

როგორც მატჩის შემდეგ, 20 წლამდელეთა ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ განაცხადა, სამხრეთ-ამერიკაში გამგზავრებამდე გუნდი კიდევ ერთხელ შეიკრიბება მცირე დროით თებერვალში, რა დროსაც გაირკვევა ის 30 კაციანი ბირთვი, რომელიც ტურნეში გაემგზავრება. უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატამდე დაგეგმილია დიდი შეკრების გამართვა, რომელზედაც ვიხილავთ საფრანგეთში მოასპარეზე ლეგიონერებსაც.

ასევე აღსანიშნავია, რომ ვიდრე ტურნესთვის შეკრებას შეუდგებოდნენ, შარშანდელის მსგავსად, 20-წლამდელებმა მსოფლიოსთვის მზადება მენტალური გამძლეობის კურსით დაიწყეს, რომელიც მათ მუხროვანის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიარეს.

საშეკრებო რაზმი 8-18/01/16

უკანა ხაზი [ბექები]

15

ირაკლი სვანიძე

ჯიქი

15

მირიან მოდებაძე

აია

15

სანდრო მერკვილიშვილი

არმია

14/11

დავით მესხი

არმია

14/11

ლადო მიმინოშვილი

ბათუმი

14/11

გიორგი მელაძე

ყოჩები

14/11

ლაშა ბრეგვაძე

ვეფხვები

13/12

გიორგი კოშაძე

ხარები

13/12

გიორგი გოგოლაძე

არმია

13/12

გურამ ქანდაურაშვილი

ხარები

10

დავით მოძღვრიშვილი

აკადემია

10

ლაშა გედეხაური

ლოკომოტივი

10

გიორგი გულმაგარაშვილი

შარქს [აფრ]

9

ლაშა მამუჩარაშვილი

ლოკომოტივი

9

ბექა მაზმიშვილი

აკადემია

9

გივი ლოსაბერიძე

აია

შერკინება [ფორვარდები]

1/3

უშანგ ჭეიშვილი

აია

1/3

თორნიკე მატარაძე

აია

1/3

გიორგი უშხვანი

აია

1/3

ომარ ოდიშვილი

არმია

1/3

გურამ პაპიძე

ყოჩები

1/3

რეზი დუგლაძე

ლელო

2

ლაშა საჯაია

ჯიქი

2

ლუკა გოგინავა

ლოკომოტივი

2

გიგა ხუროშვილი

არმაზი

4/5

მიხეილ ბაბუნაშვილი

ტარბ [სფრ]

4/5

იპოლიტე გოგატიშვილი

ლელო

4/5

დემურ ეფრემიძე

ყოჩები

4/5

თორნიკე აქუბარდია

ხარები

4/5

გაგა არაბული

ლოკომოტივი

6/7/8

ვანო ფუტკარაძე

ბათუმი

6/7/8

ილია სპანდერაშვილი

არმია

6/7/8

ცისკარა ბერიაშვილი

ლელო

6/7/8

თორნიკე ტურაშვილი

ლოკომოტივი

6/7/8

გიორგი ფრიდონიშვილი

არმაზი

6/7/8

მიხეილ გორგასლიძე

აია

6/7/8

ირაკლი ცხადაძე

არმაზი

6/7/8

შოთა არეშიძე

აია

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.229575