ამბები

0:27 | 13.01.2016 | ნანახია 2682 - ჯერ

სვანიძე რაგბის განვითარების სტრატეგიულ გეგმას წარმოადგენს

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი გოჩა სვანიძე თბილისსა და ქუთაისში გულშემატკივრებთან ღია შეხვედრებს გამართავს, სადაც საზოგადოებას საქართველოში რაგბის განვითარების სტრატეგიულ გეგმას წარუდგენს.

15 იანვარს, პარასკევს, 14:00 საათზე შეხვედრა გაიმართება თბილისში Expo Georgia-ს (დიდუბის საგამოფენო ცენტრი) მე-6 პავილიონში. 16 იანვარს, შაბათს, 14:00 საათზე შეხვედრა ქუთაისში “აია არენაზე“ (აიას სარაგბო სტადიონი) გახლავთ დაგეგმილი.

შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია მედია საშუალებების წარმომადგენელთათვის და ასევე ნებისმიერი მსურველისთვის.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე რაგბის კავშირის პრეზიდენტობაზე კანდიდატურა მხოლოდ გოჩა სვანიძეს აქვს წარდგენილი.

კანდიდატების წარდგენის ვადა 18 იანვრის 13:00 საათზე იწურება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079575