პირველი ლიგა

2:10 | 27.03.2016 | ნანახია 3433 - ჯერ

ოფიციალურად: ქუთაისის „ბაგრატი“ „დიდი 10“-ის წევრია!

ოფიციალურად გადაწყდა - მომავალ სეზონში ქუთაისს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, „დიდ 10“-ში ორი გუნდი ეყოლება. „აიას“ თანაქალაქელი „ბაგრატი“ შეუერთდა, რომელმაც პირველი ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, პირველი ადგილი დაიბევა!

ქუთაისელებმა ერთი კვირის წინ თბილისში უახლოესი მდევარი „დინამო“ რომ დაამარცხეს, პირველი ადგილი და „დიდი 10“-ის საგზური პრაქტიკულად დაბევებული ჰქონდათ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ლიგის მოგება ოფიციალურად მშობლიურ ქალაქში, გულშემატკივრის წინაშე გაიფორმეს. „ბაგრატს“ მიზნამდე ერთი ქულა აშორებდა და მესამე ადგილოსან „თიბისისთან“ 7-ქულიანი სხვაობით მარცხიც აძლევდა ხელს, მაგრამ აბა მარცხი და ზეიმი სად გაგონილა და ქუთაისელებმაც ამ თამაშში სული და გული ჩადეს.

ქუთაისს უმაღლეს დონეზე აქამდე ორი გუნდი არასდროს ყოლია და ამ უმნიშვნელოვანესი მოვლინის აღსანიშნავად, სტადიონზე მაყურებელი მრავლად შეიკრიბა. „თიბისის“ თავისი მიზნები ჰქონდა და იოლად დანებებას არ აპირებდა. შედეგად, თამაში დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი ლელო გავიდა და ის ბექა ფრუიძის ანგარიშზეა. მეორე ტაიმში „ბაგრატმა“ სტუმრების ჩათვლის მოედანი კიდევ ორჯერ აიღო და 27:3 მოგებით, პრემიალური ქულა თავად ჩაიწერა.

ბექა სულუხია („ბაგრატის“მთავარი მწვრთენლი): „დღეს „ბაგრატმა“ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და პირველი ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ჩემპიონები გავხდით. გასულ ტურში თბილისის „დინამოსთან“ მატჩს დიდი ენერგია შევალიეთ, ბოლომდე აღდგენა ვერ მოვახერხეთ და ეს შეხვედრა დაძაბული გამოდგა. დაღლა გვეტყობოდა, მაგრამ რაც მთავარია, მიზანი, რომელიც სეზონის წინ დავისახეთ, მიღწეულია - „ბაგრატი“ მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში ითამაშებს! დღევანდელი გამარჯვება დიდწილად გულშემატკივრის დამსახურებაა, რომელიც მთელი 80 წუთის განმავლობაში გვამხნევებდა“.

ბაკურ გოშაძე (მოთამაშე/მწვრთნელი): „ცოტა ავირიეთ და ის თამაში არ გამოგვივიდა, რასაც ვგეგმავდით, თუმცა საბოლოოდ სასურველ შედეგს მაინც მივაღწიეთ. ამ დღისთვის მთელი სეზონი ვიბრძოდით და საწადელი აგვიხდა, მაგრამ ახლა ზეიმის და დასვენების დრო არაა, რადგან „დიდი 10“-ისთვის უკეთ უნდა მოვემზადოთ“.

„დინამო“ თუ „თიბისი“?

ჩემპიონი კი გაირკვა, მაგრამ პირველი ლიგის დასკვნით ტურს ერთი დიდი მისია აკისრია - უნდა გაირკვეს ის გუნდი, რომელიც რეგულარული გათამაშების დასრულების შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს და „დიდი 10“-ის საგზურისთვის უმაღლესი ლიგის მე-9 ადგილოსანს ორრაუნდიან ბრძოლას გაუმართავს.

ქუთაისში „თიბისის“ მარცხის შემდეგ, „დინამოს“ შეეძლო ეს უფლება დაებევებინა, მაგრამ მოულოდნელად „ივერიასთან“ 13:32 დამარცხდა და პრემიალური ქულაც ვერ აიღო, თორემ მიზანს მნიშვნელოვნად მიუახლოვდებოდა. დასკვნით ტურში, 9, ან 10 აპრილს „თიბისი“ „დინამოს“ ეთამაშება და ყველაფერი აქ გადაწყდება.

ტურის კიდევ ერთ მატჩში სტუ-მ „ხულიგანა“ 11:6 დაამარცხა და პირველ ლიგაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თუ დღეს ფოთის „კოლხმა რაინდებმა“ „კახეთი“ სტუმრად ვერ დაამარცხეს, ზღვისპირელები ქვედა ლიგაში დაეშვებიან, თუ არა და გადამწყვეტი ბოლო ტური იქნება.

საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა

26 მარტი

ხულიგანა [თბილისი] - სტუ [თბილისი] 6:11

დინამო [თბილისი] - ივერია [თბილისი] 13:32

ბაგრატი [ქუთაისი] - თიბისი [თბილისი] 27:3

26/03

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ბაგრატი ქუთაისი

13

12

0

1

9

1

0

396:094

+302

58

2

დინამო თბილისი

13

10

0

3

6

0

0

407:128

+279

46

3

თიბისი უნივერსიტეტი თბილისი

13

9

0

4

5

1

0

375:195

+180

42

4

ივერია თბილისი

13

8

0

5

6

2

0

291:187

+104

40

5

ხულიგანა თბილისი ^

13

4

0

9

1

3

0

170:251

-81

20

6

კახეთი პატარძეული

12

4

0

8

1

3

0

202:281

-79

20

7

სტუ თბილისი

13

3

0

10

1

1

0

138:469

-331

14

8

კოლხი რაინდები ფოთი

12

1

0

11

0

1

0

088:462

-374

5

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

26/03 @ 20.40

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

27 მარტი

კახეთი [პატარძეული] - კოლხი რაინდები [ფოთი]

ზურა ქსოვრელი

ბადრი კეთილაძის ფოტო


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
03:09 | 29.03.2016
Zaza Txelidze (2)

ბაგრატის მთელ შემადგენლობას ვულოცავ ამ დიდ წარმატებას , აბა თქვენ იცით როგორ გაუძლებთ შემოსევებს!!!

03:07 | 29.03.2016
Zaza Txelidze (2)

ზურა ისტორიას უნდა გადავხედოთ 90 იან წლებში იყო ქუთაისის ორი გუნდი უმაღლეს ლიგაში

0.11523