ამბები

17:53 | 28.12.2015 | ნანახია 2083 - ჯერ

გადავახვიოთ 2015 - მესამე ეპიზოდი (VIDEO)
U20 მსოფლიო ალაფის ჩემპიონები

საქართველოს რაგბის კავშირი განაგრძობს რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წლის მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენების რუბრიკას. 2015-ში 20-წლამდელებმა ასახელეს ქართული რაგბი. პორტუგალიაში ‪‎მსოფლიო რაგბის U20 ალაფაზე‬ უმცროსი ბორჯღალოსნები შეუდარებელნი იყვნენ. ტურნირისთვის მზადება გუნდმა დიდი ხნით ადრე დაიწყო და ამ პერიოდში არაერთი შეკრება და მათ შორის მენტალური მდგრადობის კურსი გაიარა.
ტურნირზე პირველივე მატჩში ჩვენი ბიჭები ურუგვაის დაუპირისპირდნენ და 46:12 გაიმარჯვეს. შემდეგ მრისხანე მეტოქე, ფიჯის თანატოლთა ნაკრები 30:13 დაამარცხეს. ფინალში გასასვლელად უმცროს ბორჯღალოსნებს მასპინძელი პორტუგალია უნდა დაემარცხებინათ, რაც მათ ანგარიშით 19:11 შეძლეს და სანატრელ ჯილდომდე, შესაბამისად 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურამდე, კანადასთან ბოლო რკენა აშორებდათ. საუცხოო ფორმაში მყოფმა ჩვენმა გუნდმა ეს ბარიერიც გადალახა, ფინალში კანადელ თანატოლებს 49:24 სძლია და მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

მონტაჟი: ლაშა ლორთქიფანიძე, საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084806