ტოპ 14

16:46 | 10.02.2016 | ნანახია 1119 - ჯერ

სლიმანმა “ტულონი” უარყო

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “სტად ფრანსეს” მარჯვენა ბურჯმა რაბა სლიმანმა უარყო გავრცელებული ხმები, თითქოსდა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას “ტულონში” გააგრძელებს.

26 წლის მორაგბის ანგარიშზე, რომელსაც “ლე ბლუს” შემადგენლობაში დებიუტი 2013 წელს ახალ ზელანდიასთან ჰქონდა, 22 კეპია და ორი ლელო გაიტანა. ის “სტად ფრანსეს” აღზრდილია, სხვა კლუბში არასდროს უთამაშია და პირველ გუნდში 2009 წლიდან გამოჩნდა.

“სტად ფრანსესთან” კონტრაქტი 2017 წლის ივნისამდე მაკავშირებს. სიტყვის კაცი ვარ, საკუთარ ვალდებულებებს პატივს ვცემ და მის დარღვევას არ ვაპირებ” - დაწერა სლიმანმა, რათა მისი “ტულონში” გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმებისთვის წერტილი დაესვა.

შეგახსენებთ, რომ “ტულონში” მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ლევან ჩილაჩავა თამაშობს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084044