ამბები

15:26 | 27.12.2015 | ნანახია 1513 - ჯერ

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის განცხადება

სრკ საერთო კრების და საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენის ვადების შესახებ

დღეს, 26 დეკემბერს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა. სხდომაზე იმსჯელეს სრკ-ს საერთო კრების ახალი თარიღისა და ადგილის დადგენის, სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ.

გამგეობის სხდომაზე შემდეგი გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით:

  • სრკ-ს წლიური საერთო კრება მოწვეულ იქნას 2016 წლის 24 იანვარს 13 საათზე თბილისში, მისამართზე: თავისუფლების მოედანი #4 - სასტუმრო ქორთიარდ მერიოტი;

  • სრკ-ს 2016 წლის 24 იანვრის საერთო კრებისთვის სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს 2016 წლის 18 იანვარის, 13 საათი;

  • სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით სრკ-ის ნამდვილი წევრისმიერ, სრკ-ის გამგეობაში;

  • სრკ-ს ნამდვილი წევრის მიერ წარდგენილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა 2016 წლის 18 იანვარის 13 საათმდე უნდა წარმოადგინოს წერილობითი თანხმობა სრკ-ს გამგეობაში, სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ;

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084239