სრკ საერთო კრების და საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენის ვადების შესახებ:
დღეს, 26 დეკემბერს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა. სხდომაზე იმსჯელეს სრკ-ს საერთო კრების ახალი თარიღისა და ადგილის დადგენის, სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ.
გამგეობის სხდომაზე შემდეგი გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით:
- სრკ-ს წლიური საერთო კრება მოწვეულ იქნას 2016 წლის 24 იანვარს 13 საათზე თბილისში, მისამართზე: თავისუფლების მოედანი #4 - სასტუმრო ქორთიარდ მერიოტი;
- სრკ-ს 2016 წლის 24 იანვრის საერთო კრებისთვის სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს 2016 წლის 18 იანვარის, 13 საათი;
- სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით სრკ-ის ნამდვილიწევრის მიერ, სრკ-ის გამგეობაში;
- სრკ-ს ნამდვილი წევრის მიერ წარდგენილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა 2016 წლის 18 იანვარის 13 საათმდე უნდა წარმოადგინოს წერილობითი თანხმობა სრკ-ს გამგეობაში, სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ;
საქართველოს რაგბის კავშირის გამეგეობის სხდომის ოქმი 26/12/2015
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია