საქართველოს რაგბის კავშირი განაგრძობს ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წლის მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენების რუბრიკას.
2015-ში ბორჯღალოსნების წარმატებებს, ახალგაზრდულმა ნაკრებებმა საუცხოოდ აუწყვეს ფეხი. უმცროსი ბორჯღალოსნები 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტდივიზიონში 2012 წლიდან მონაწილეობდნენ, სადაც ყოველწლიურად დიდი 6-ერის ასაკობრივ ნაკრებებს ეთამაშებოდნენ. წელს კი მათ მეოთხედფინალში ირლანდიას, ხოლო ნახევარფინალში იტალიას სძლიეს და მხოლოდ ფინალში დამარცხდნენ მასპინძელ საფრანგეთთან.
მონტაჟი: ლაშა ლორთქიფანიძე, საქართველოს რაგბის კავშირი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია