ამბები

17:53 | 14.12.2015 | ნანახია 2103 - ჯერ

"რაგბი ევროპის" პრეზიდენტი თბილისში ჩამოდის

2016 წლის ივნისში საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, "რაგბი ევროპის" გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს, რისთვისაც მზადება უკვე დაწყებულია. 16 დეკემბერს, ასამბლეის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოში "რაგბი ევროპის" პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუ ჩამოდის.

ასამბლეის საორგანიზაციო საკითხების გარდა, მორარიუს ვიზიტის დროს მოხდება 2015 წლის მსოფლიო თასზე "რაგბი ევროპის" კავშირების წარმატებული თამაშის შეფასება და მომავალ 4 წლიან ციკლში განსახორციელებელი გეგმების განხილვა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085594