ამბები

23:39 | 10.12.2015 | ნანახია 2253 - ჯერ

ქართველ მორაგბეთა ევროპული ბატალიები

ორკვირიანი შესვენების შემდეგ, მე-3 ტურის მატჩებით განახლდება ევროპული პროფესიული კლუბური რაგბის 2015-16 წლის სეზონის ორივე ტურნირი. შესაბამისად, მინდორზე გასვლა არაერთ ქართველ მორაგბეს მოუწევს.

ჩელენჯ თასი

10/12, 23:45 სთ – ჯაბა ბრეგვაძის “ვუსთერი” დღეს “გლოსთერს” უმასპინძლებს. ბრეგვაძე, რომელიც ახალ კლუბში მსოფლიო თასის შემდეგ გადავიდა, ძირითად შემადგენლობაშია.

10/12, 23:45 სთ – დღესვე თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთროშვილის “აჟენი” შინ “გრენობლს” უმასპინძლებს. მჭედლიძე და თეთროშვილი სამატჩო განაცხადში არ არიან. აღსანიშნავია, რომ “აჟენმა” სატურნირო განაცხადში შეიყვანა ახალგაზრდა ქართველი მორაგბე, 2013 და 2014 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის მონაწილე გიორგი მარგველანი. შეგახსენებთ, რომ მარგველანი წელს თბილისის “არმაზიდან” “აჟენის” ესპუართა გუნდში გადაბარგდა.

11/12, 23:00 სთ – პარასკევს გაგი ბაზაძისა და ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” იტალიურ “ზებრეს” უმსაპინძლებს. ბაზაძე მარქაფაშია, ხოლო ყაულაშვილი სამატჩო განაცხადში არ არის.

11/12, 23:30 სთ – მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის “მონპელიე” სტუმრად “კარდიფ ბლუზს” ერკინება. ნარიშვილი მარქაფაშია, ქუბრიაშვილი კი სამატჩო რაზმში არაა.

12/12, 15:00 სთ – შაბათს, დავით კაჭარავას “ენისეი” კრასნოიარსკის ნაცვლად სოჭში კარლენ ასიეშვილის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ცუცქირიძის “ბრივს” მიიღებს. გუნდების სამატჩო რაზმები ხვალ დასახელდება.

ჩემპიონთა თასი

11/12, 23:45 სთ – ვასილ კაკოვინის “ტულუზა” ჩრდილოეთ ირლანდიაში “ალსთერს” ესტუმრება. კაკოვინი ძირითად შემადგენლობაშია.

12/12, 17:00 სთ – შაბათს, შალვა მამუკაშვილის “გლაზგო უორიორზი” უელსურ “სქარლეთს” უმასპინძლებს. სამატჩო რაზმები 11 დეკემბერს დასახელდება. შეგახსენებთ, რომ “გინეს პრო 12-ის” წინა ტურში მამუკაშვილის კლუბი ირლანდიურ “ლეინსთერს” უნდა შეხვედროდა, მაგრამ მინდვრის პროპლემების გამო, მატჩი გადაიდო.

12/12, 19:15 სთ – შაბათსვე, ერთაბაშად ორი პარიზულ-ქართული კლუბი იასპარეზებს. დავით ხინჩაგაშვილის “რასინგ 92” შინ “ნორსჰემფთონ სეინთს” მიიღებს, სადაც მსოფლიო თასის შემდეგ, “ქურციკთა” ლეგენდა ვიქტორ მეთფილდი გადავიდა. ულეგენდობას, არც “რასინგი” უჩივის, სადაც 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი დენ ქართერი ჩაირიცხა. მეორე პარიზული გუნდი, ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” გასვლაზე იტალიურ “ტრევიზოს შეხვდება. ორივე მატჩის რაზმები 11 დეკემბერს დასახელდება.

12/12, 21:15 სთ – ვიტო კოლელიშვილისა და დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” სტუმრად “ექსეთერს” შეხვდება. სამატჩო რაზმები 11 დეკემბერს დასახელდება. შეგახსენებთ, რომ სამწუხაროდ, ტოპ 14-ის მე-10 ტურში ზირაქაშვილმა ხელის ტრავმა მიიღო. იგი კვირის ბოლოს ოპერაციას გაიკეთებს და სავარაუდოდ, 4-5 თვე დასჭირდება რეაბილიტაციისთვის.

13/12, 19:15 სთ – მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონი” შინ ირლანდიურ “ლენსთერს” უმსაპინძლებს. სამატჩო რაზმები ჯერ არ დასახელებულა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077716