ახალზელანდიურმა „ჰარიკეინსმა“სუპერ რაგბის მეხუთე ტურში აუტსაიდერს, სამხრეთ აფრიკულ „კინგზს“ 42:20 მოუგო, მაგრამ ბრძოლა მთელი საათი გაგრძელდა და „ქარიშხლებმაც“ მხოლოდ დასკვნით მეოთხედში გაინავარდეს.
ყველა ელოდა, რომ „ვესტპარკზე“ მასპინძლებს იოლი გამარჯვება ელოდათ, თუმცა აფრიკელებმა დილით კარგ განწყობაზე გაიღვიძეს და ტაიმი მხოლოდ 2 ქულის სხვაობით დათმეს და 70-ე წუთისთვის მინიმუმ ერთი ბონუს-ქულის აღების იმედი ჯერ კიდევ ჰქონდათ, მაგრამ სათამაშო კლასში სხვაობამ ამის საშუალება არ მისცა.
მატჩის დებიუტი ლოგიკური გამოდგა, 25 წუთში „ჰარიკეინსმა“ მეტოქე სამჯერ დაალელოვა, თავი ლუმაპე, ტომსონმა და არდი სავეამ გამოიჩინეს და მასპინძლები 19:3 დაწინაურდნენ. მაგრამ აქ საქმე მომთავრებულად ჩათვალეს, შესვენებამდე საიკსისა და ფუშეს ლელოებით დაისაჯნენ და ტაიმი მხოლოდ 19:17 მოიგეს.
ამან ბოდი ბარეტი აიძულა 53-ე და 57-ე წუთებზე ჯარიმები კარში დაერტყა, რაზეც 61-ე წუთზე ფუშემ ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა. „ქარიშხლები“ ახლა მხოლოდ მოგებაზე ფიქრობდნენ და ბარეტმა 68-ე წუთზე ჯარიმა კვლავ კარში დაარტყა, მაგრამ 73-ე წუთზე მასპინძლებმა მოულოდნელი საჩუქარი შეირგეს, კონტრშეტევა ლელოთი ასომ დაასრულა, ხოლო უკანასკნელ წუთზე „კინგსი“ დერეფანში შეცდა, უპატრონოდ მოხტუნავე ბურთი ბარეტმა აიტაცა და პრემიალური ლელოსთვის 60 მეტრი ირბინა - 42:20, „ჰარიკეინსის“ მოსალოდნელი, მაგრამ მძიმე გამარჯვება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია