ამბები

13:27 | 7.12.2015 | ნანახია 2332 - ჯერ

შვიდი ქართველი ორ თამაშში

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ის მე-10 ტურში 11-მა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა და აქედან შვიდმა ორ თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ქართველთა ფრანგულ დერბებზე საუბარი მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონისა” და თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენის” შეხვედრით დავიწყოთ. მასპინძელთა შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ სამივე ქართველმა ითამაშა, ოღონდ, თუ ერთი კვირის წინ სამივე სასტარტო შემადგენლობაში იყო, ამჯერად ერთმა შეცვლაზე ითამაშა. გადავხედოთ შემადგენლობას და ვისიამოვნოთ: ნონუ, გიტო, მიჩელი, ბასტარო, ოკონორი, დელონ ერმიტეიჯი, ვერმულენი, ფერნანდეს-ლობე და მათთან ერთად თამაში გორგოძემ და ჩილაჩავამ დაიწყეს; მიქაუტაძესთან ერთად თადარიგში იჯდნენ კუპერი, ჰაბანა, სტეფონ ერმიტეიჯი, სტევენსი - შესანიშნავი კრებულია.

ზემოთჩამოთვლილი ვარსკვლავების წინააღმდეგ, სტუმართა შორის სრულად ითამაშა მჭედლიძემ. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გორგოძემ, ჩილაჩავა 53-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მიქაუტაძე თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო. “ტულონმა” 53:23 იმარჯვა, ჯამში 8 ლელო გაიტანა და მათგან მინიმუმ ოთხში გორგოძემ, ხოლო ორში ჩილაჩავამ აქტიური მონაწილეობა მიიღო. წინა ტურის მსგავსად, ისინი მოედანზე გამორჩეულები იყვნენ.

დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და იური ნატრიაშვილის “კლერმონმა” კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის “ბრივი” სტუმრად 26:21 დაამარცხა. ასიეშვილმა და ჟღენტმა შეცვლაზე შესვენების შემდეგ, დასკვნითი 40 წუთი ითამაშეს. შეცვლაზე შევიდა ზირაქაშვილიც, რომელიც თამაშში ჯერ 3 წუთით ჩაერთო (50-53), ხოლო 63-ე წუთზე სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. თამაში დაძაბული გამოდგა. “კლერმონი” საათის თავზე 26:18 დაწინაურდა, “ბრივმა” 74-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და პრემიალური ქულა ჩაიწერა.

გიორგი ნაცარაშვილის “პოსა” და დავით ხინჩაგიშვილის “რასინგის” შეხვედრა ფრედ 15:15 დასრულდა. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ხინჩაგიშვილმა მიიღო, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს. გუნდებმა ქულები ჯარიმებით აგროვეს, სულ ბოლოს სტუმრები 15:12 იგებდნენ, მაგრამ “პომ” ბოლო წუთზე წონასწორობა აღადგინა. 46-ე წუთზე, როდესაც “პო” 12:6 იგებდა, ხინჩაგიშვილს ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა, ამ ეპიზოდში მეტოქე დაჯარიმდა და სინბინითაც დაისაჯა, ხოლო პარიზელებმა ჯარიმა კარში დაარტყეს.

მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” სტუმრად “კასტრთან” 19:34 დამარცხდა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს 3 ლელო ალექს ტულუმ გაუტანა, რომელიც “მონპელიედან” “კასტრში” მიმდინარე სეზონის წინ გაუშვეს.

ლექსო ყაულაშვილის და გაგი ბაზაძის “ლა როშელმა” “გრენობლს” 33:16 სძლია. ბაზაძემ შანსი რომ მიიღო ის საუკეთესოდ გამოიყენა, შედეგად, შემადგენლობაში უკვე რეგულარულად ხვდება და ამჯერადაც შეცვლაზე დასკვნითი 10 წუთი ითამაშა. ამ პერიოდში ანგარიში აღარ შეცვლილა, არადა, მასპინძლებს პრემიალური ქულისთვის 1 ლელო კიდევ სჭირდებოდათ. სულ ბოლოს მათმა შერკინებამ მეტოქისა კარგადაც დაძრა, მაგრამ “ლა როშელი” დაჯარიმდა და მატჩიც დასრულდა.

ვასილ კაკოვინის “ტულუზმა” “ოიონაქსი” 27:3 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ანგარიში სტუმრებმა ჯარიმით მე-3 წუთზე გახსნეს, მაგრამ ამის შემდეგ ქულები მხოლოდ მასპინძლებმა აიღეს. კაკოვინი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55 წუთი ითამაშა. ამ დროისთვის მის გუნდს 2 ლელო ჰქონდა გატანილი და 20:3 იგებდა, 59-ე წუთის შემდეგ კი, ანგარიში აღარ შეცვლილა.

დუდუ ქუბრიაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსე” საკუთარ მოედანზე “ბორდოსთან” 21:24 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ, მათმა გუნდმა კი, გადამწყვეტი ლელო ბოლო წუთზე გაუშვა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა.

ტოპ 14. X ტური

4-6 დეკემბერი

პო - რასინგი 15:15

ტულონი - აჟენი 53:23

კასტრი - მონპელიე 34:19

ლა როშელი - გრენობლი 33:16

სტად ფრანსე - ბორდო 21:24

ტულუზი - ოიონაქსი 27:3

ბრივი - კლერმონი 21:26

გუნდები თ მ ფ წ +/- ქ ბ

1.

კლერმონი

10

6

1

3

276:179

33

7

2.

ტულონი

10

6

0

4

352:193

32

8

3.

ტულუზი

10

7

0

3

261:147

32

4

4.

რასინგი

10

7

1

2

201:188

30

0

5.

ბრივი

10

6

0

4

197:164

28

4

6.

ბორდო

10

6

1

3

223:192

28

2

7.

მონპელიე

10

6

0

4

250:264

26

2

8.

კასტრი

10

5

0

5

231:231

24

4

9.

ლა როშელი

10

4

0

6

222:237

21

5

10.

გრენობლი

10

4

0

6

229:274

19

3

11.

სტად ფრანსე

10

4

0

6

199:220

18

2

12.

პო

10

3

1

6

172:284

15

1

13.

აჟენი

10

2

0

8

196:280

10

2

14.

ოიონაქსი

10

2

0

8

175:331

10

2

მომდევნო ტური. 27 დეკემბერი

ოიონაქსი - სტად ფრანსე, პო - ლა როშელი, მონპელიე - აჟენი, კასტრი - ბრივი, ბორდო - გრენობლი, კლერმონი - რასინგი, ტულუზი - ტულონი

თეგებიტოპ 14

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096915