ამბები

11:48 | 7.12.2015 | ნანახია 1911 - ჯერ

ბრიტანეთში ერთმა ითამაშა

ქართველი ლეგიონერების ბრიტანული კლუბებიდან გასულ შაბათ-კვირას მხოლოდ ერთმა ითამაშა. კელტების ლიგის მე-9 ტურში შალვა მამუკაშვილის “გლაზგო უორიორზს” ირლანდიური “ლენსტერისთვის” უნდა ემასპინძლა, მაგრამ ამინდის გაუარესების გამო მოედანი დაიტბორა და მოთამაშეთა უსაფრთხოების მიზნით შეხვედრა სამომავლოდ გადაიდო.

ინგლისის პრემიერშიპის მე-6 ტურში ჯაბა ბრეგვაძის “ვუსტერ უორიორზმა” “ლესტერ თაიგერსს” უმასპინძლა და 20:29 დამარცხდა. ქართველი კვაჭი განაცხადში იყო და შეცვლაზე 56-ე წუთიდან ითამაშა. მასპინძლებისთვის თამაში ძალიან კარგად დაიწყო. 10 ათასზე მეტი მაყურებლის გასახარად, 23 წუთის შემდეგ მასპინძლები 2 ლელოთი, 2 გარდასახვით და ჯარიმით 17:0 იგებდნენ. სტუმრებმა ერთი ლელო-გარდასახვა შესვენებამდე გაქვითეს, 51-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანეს, რაზეც 62-ე წუთზე “ვუსტერმა” ჯარიმით უპასუხა (20:12). მაგრამ საბოლოოდ უფრო ძლიერმა გუნდმა მაინც იმძლავრა. “ლესტერმა” ჩამორჩენა ჯერ ჯარიმით შეამცირა, 72-ე წუთზე ლელო გაიტანა და გარდასახვით დაწინაურდა (22:20), ხოლო სულ ბოლოს კიდევ ერთი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც გაინაღდა (4 ლელოსთვის), ხოლო ზუსტი გარდასახვის შემდეგ მასპინძლებს პრემიალური ქულის (7 და ნაკლები სხვაობით მარცხისთვის) აღება არ დაანება.

“ვორიორსი” 10 ქულით მე-10 ადგილზეა (12 გუნდში) და მომდევნო ორ კვირაში ჩელენჯ ქაფზე, ინგლისურ “გლოსტერთან” შინ და გარეთ ორ თამაშს გამართავს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082263