საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა დუბაის ღია საერთაშორისო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ხუთიდან სამი თამაში დიდი სხვაობით მოიგო, ორში მცირედით დამარცხდა და თასის ნახევარფინალში გავიდა.
პირველ დღეს, სადებიუტო მატჩში, ჯაბა მალაღურაძის გოგონებმა “პანტერებს” შანსი არ დაუტოვეს და 45:0 დაამარცხეს. მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები “შვეიცარიელ ბარბაროსებს” შეხვდა და მეტოქისგან ღირსეული წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ სამი უპასუხო ლელო მაინც გაიტანა და 19:0 იმარჯვა. დღის ბოლო მატჩში “პინკ ბა-ბასთან” გოგონებმა მხოლოდ ერთი ლელო გაიტანეს, თავად ორი გაუშვეს და 5:12 დამარცხდნენ.
მეორე დღეს, დასვენებულმა 7-ქალამ ქაიროს ამერიკული უნივერსიტეტის გუნდი “ვულვერიენსი” 33:7 დაამარცხა და მართალია ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში “მამასსთან” 12:15 დამარცხდა, მაგრამ თასის ნახევარფინალში მაინც გავიდა და იქ სწორედ “მამასსთან” რევანშის შანსი ექნება. თამაში შაბათს თბილისის დროით 14:40 საათზე იწყება, ხოლო ფინალი 16:21 საათზეა დანიშნული. მეორე ნახევარფინალში “პინკ ბა-ბასი” “შვეიცარიელ ბარბაროსებს” ეთამაშება.
რაზმი: 1 ქრისტინე გვაზავა, 2 შორენა გამსახურდია, 3 ანა პოღოსიანი, 4 ნინო ელოშვილი, 5 სალომე საღარაძე, 6. სალომე მაკასარაშვილი, 7 ნათია გავაშელიშვილი, 8 ნინო ბუხუდაროვა, 9 ნიკა გალუზინსკაია, 10 თინათინ პაპუაშვილი, 11 ქეთევან მოდებაძე, 12 თინათინ სიხარულიძე
სამწვრთნელო შტაბი: ჯაბა მალაღურაძე - მთავარი მწვრთნელი, გიორგი მაისურაძე - ფიზ მომზადება, ია ხურცილავა - მენეჯერი, ილია ლათიბაშვილი - ექიმი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია