ამბები

11:14 | 2.12.2015 | ნანახია 3489 - ჯერ

სამი ქართველი ტოპ 14-ის სიმბოლურში (+VIDEO)

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ერთბაშად სამი ქართველი მოხვდა.

ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში “ტულონმა” “კლერმონს” სტუმრად ისტორიული მარცხი რომ აგემა (35:9), ტულონელთა სამივე ქართველი ლეგიონერი - მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა და კოტე მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და ორი მათგანი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. გორგოძე აშკარად საუკეთესო ფორმაშია და მოედანზე მყოფ 30 ვარსკვლავში აშკარად გამორჩეულ მოთამაშეს, აბა სიმბოლურს მიღმა ვინ დატოვებდა.

ბოლო დროს აშკარა პროგრესს განიცდის ბურჯი ჩილაჩავა. მსოფლიო თასის შემდეგ, მისი წინსვლა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა, “კლერმონთან” მატჩში მოედანზე უდიდესი სამუშაო გაწია და სიმბოლურშიც ადგილი დაიმსახურა.

მესამე ქართველი ლეგიონერი, რომელიც ტურის სიმბოლურში დაასახელეს “მონპელიეს” მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილია. მისმა გუნდმა “ლა როშელს” 25:20 სძლია, პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა ბურჯი კი, ტრადიციულად საიმედო იყო და ფრანგებმაც მას გარჯა კიდევ ერთხელ დაუფასეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089052