საქართველოს რაგბის კავშირის მოწვევით 2015 წლის 20 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” (რუსთაველის გამზირი 13) საქართველოს რაგბის კავშირის წლიური საერთო კრება (ყრილობა) გაიმართება შემდეგი დღის წესრიგით:
სრკ-ის გამგეობის ანგარიში;
სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისთვის წარდგენა, კანდიდატთა გამოსვლები;
სრკ-ის პრეზიდენტის არჩევა;
სრკ-ის არჩეული პრეზიდენტის მიერ სრკ-ის გამგეობის წევრთა კანდიდატურების წარდგენა;
სრკ-ის გამგეობის არჩევა;
სრკ-ის პრეზიდენტის მიერ სრკ-ის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა;
სრკ-ის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცება;
ახალი წესდების ღია კომისიის წევრების დამტკიცება;
სრკ-ის საერთო წლიური კრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
სრკ-ს 2015 წლის 26 ნოემბრის გამგეობის სხდომის ოქმი;
დანართი №1 (ნამდვილ წევრთა სია);
დანართი №2 (საერთო კრების რეგლამენტი);
საქართველოს რაგბის კავშირი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია