ამბები

21:31 | 22.11.2015 | ნანახია 1899 - ჯერ

“ჯიქი” თავში დარჩა, “ბათუმი” და “ლელო” მდევრებად

საქართველოს მორაგბეთა XXVI ეროვნული ჩემპიონატის, “დიდი 10”-ის მე-10 ტურის მეორე სათამაშო დღეს, მოწინავე ხუთეულის გუნდებმა ულაპარაკოდ აჯობეს ქვედა ხუთეულის წარმომადგენლებს.

გათამაშების ლიდერი გორის “ჯიქი” ქართლურ დერბიში ბოლნისის “ყოჩებს” “შევარდენზე” შეხვდა და პირველი წრის მსგავსად, მეტოქეს ამჯერადაც პრემიალური ქულით მოუგო. გორელებმა მეტოქეს თითქმის ყველაფერში აჯობეს - შერკინებაში, დერეფანში, ხელდახელ ბურთაობაში, თამაშის სწორად წარმართვაში, ერთადერთი დარტყმები არ წაუვიდათ, მაგრამ “ყოჩებმა” ამით ვერ ისარგებლა და მეტოქეს პრემიალური ქულაც გაატანა. მხოლოდ დასკვნით 20 წუთში შეძლო “ყოჩებმა” ჯერ შერკინებაში და მერე თამაშში გარდატეხის შეტანა, მაგრამ დერეფნებს ვერაფერი უშველა და პრემიალური ქულის აღების შანსიც დაკარგა.

პირველი ლელო 5-მეტრა შერკინების შემდეგ გავიდა, სადაც “ყოჩები” არ დაჯარიმდა, მაგრამ რამდენიმე დარტყმის შემდეგ შეტევის მიმართულება მარცხენა ფრთაზე დაბრუნდა და დევი დევსურაშვილი მბოჭავებს დაუსხლტა, ხოლო რამაზ ხარაზიშვილმა ზუსტად გარდასახა. მას 27-ე წუთზე ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ მერე გორელებმა მოლით კარგად იარეს, მას ალეკო ზაბახიძე დროულად მოწყდა და ლელოში შევიდა. ხარაზიშვილის გარდასახვას თემურ სოხაძემ ერთი ზუსტი ჯარიმით უპასუხა, მეორე დარტყმა გაუცუდდა და ტაიმი 3:14 დასრულდა.

თამაში რომ განახლდა ხარაზიშვილმა და მამუკა ნინიძემ ჯარიმები ვერ გამოიყენეს, ქამიტომ კვლავ ლელოზე თამაში ირჩიეს, ვეფხია ტუჩაშვილმა ხაზი გაჭრა და ანგარიში 19:3 გახადა. გარდასახვა არაზუსტი იყო და დარჩენილ დროში “ყოჩებმა” გაიბრძოლა, მაგრამ მიზანს ვერ უწია, კონტრშეტევებზე ლელო ვერც “ჯიქმა” გაიტანა და თამაში 19:3 დასრულდა.

ქვეყნის ჩემპიონმა “ლელო-სარასენსმა” “აკადემიას” პირველ ტაიმში სამი უპასუხო ლელო გაუტანა – თავი თორნიკე ბუბუთეიშვილმა და დაჩი კოპაძემ გამოიჩინეს, ერთხელ კი, მეტოქე ტექნიკური ლელოთი დაისაჯა. მეორე ტაიმში ლევან ჩიტიძემ და ჯიმი ღამბაშიძემ თითო-თითო ლელო გაიტანეს, “ლელო-სარასენსმა” 24:7 იმარჯვა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა (ლელოებით 4:1).

“არმაზი” “ბათუმს” გონიოში პირველ ტაიმში გაუძალიანდა და შესვენებაზე გასვლისას ანგარიში საყაიმო იყო (10:10), მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლებმა იმძლავრეს და 21:13 მოიგეს, რითაც ერთი დღით დაკარგული მეორე ადგილი დაიბრუნეს.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. X ტური

22 ნოემბერი

თბილისი. “შევარდენი”

ყოჩები (ბოლნისი) - ჯიქი (გორი) 3:19

თბილისი. “ლელო” (დიდი დიღომი)

ლელო-სარასენსი (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 24:7

ბათუმი. გონიო

ბათუმი (ბათუმი) - არმაზი (თბილისი) 21:13

22/11

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ჯიქი გორი

10

7

1

2

3

2

0

171:091

+80

21/05

35

2

ბათუმი ბათუმი

10

7

1

2

1

2

0

174:130

+44

14/05

33

3

ლელო სარასენს თბილისი

10

7

1

2

1

1

0

187:147

+40

19/14

32

4

ლოკომოტივი თბილისი

10

6

0

4

1

4

0

191:152

+39

19/10

29

5

აია ქუთაისი

10

6

1

3

1

1

0

169:140

+29

12/10

28

6

ყოჩები ბოლნისი

9

4

0

5

1

3

0

146:149

-3

13/13

20

7

ხარები რუსთავი

10

4

0

6

0

2

0

119:165

-46

10/19

18

8

აკადემია თბილისი

10

3

0

7

0

3

0

091:153

-62

04/15

15

9

არმია თბილისი

10

2

1

7

0

4

0

174:238

-64

11/26

14

10

არმაზი თბილისი

9

0

1

8

0

5

0

125:182

-47

11/17

7

მომდევნო ტური. 28-29 ნოემბერი

ხარები - აკადემია, აია - ბათუმი, არმაზი - ყოჩები, ჯიქი - ლოკომოტივი, არმია - ლელო-სარასენსი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.135242