ამბები

0:43 | 21.11.2015 | ნანახია 1808 - ჯერ

მეორე წრე იწყება

შაბათს ნაშუადღევს საქართველოს მორაგბეთა XXVI ეროვნული ჩემპიონატის, “დიდი 10”-ის მეორე წრე ორი თამაშით იწყება, კვირას კი სამი ჯახია დანიშნული.

პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა და განვლილი თამაშებიც ისეთი შედეგებით დასრულდა, რომ ფავორიტის წინასწარ განსაზღვრა და მით უმეტეს, რომელიმე გუნდი ბონუსით გამარჯვების დაანონსება ყველას გაუჭირდება. პირველ დღეს ორივე თამაში 15:00 საათზე იწყება და ერთია შედეგმა, შესაძლოა დროებით მაინც ლიდერი შეცვალოს.

“ხარებმა” წლევანდელი სეზონი ცუდად დაიწყო და ზედიზედ ექვსი შეხვედრა წააგო, მაგრამ მერე თავისი თამაში იპოვა და აგერ უკვე სამმატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხო. მათ შორის, ორი კვირის წინ თბილისში თვით გათამაშების ლიდერ “ჯიქს” სძლია (6:5) და ახლა იმავე “ჯიქს” ლიდერობის შენარჩუნებაში უნდა დაეხმაროს. “ხარები” რუსთავში ქუთაისის “აიას” მასპინძლობს, რომელიც ლიდერს სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩება და მოგების შემთხვევაში მინიმუმ კვირა საღამომდე პირველ საფეხურზე აღზევდება.

რუსთაველების დარად ბოლო სამი თამაშია იგებს “აია” და დიდი ალბათობით, რომელიღაცის წარმატებული სერია შეწყდება. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფრე არცერთ გუნდს არ აწყობს, რადგან “ხარებს” ექვსეულთან სურს მიახლოვება, ხოლო ქუთაისელებს რეგულარული გათამაშების პირველ-მეორე ადგილზე დასრულება სურს. პირველ წრეში “აიამ” მეტოქეს ქუთაისში 25:9 სძლია და პრემიალური ქულაც აართვა.

პარალელურად, “ავჭალაზე” დედაქალაქურ დერბიში “ლოკომოტივი” “არმიას” ეთამაშება. ეს გუნდებიც წინა წყვილის მსგავს სიტუაციაში არიან - ერთი ექვსეულში დამკვიდრებისთვის იბრძვის, მეორე იქ მოსახვედრად. პირველ წრეში რკინიგზელებმა არმიელებს 21:16 მოუგეს. ახლა გუნდები ფორმაში არიან შესული და უკეთესი თამაში უნდა გამოვიდეს. ერთი კვირის წინ “არმიამ” “ყოჩები” ლამაზ სტილში, 27:20 დაამარცხა და ამით მისი ამბიცია კიდევ უფრო გაიზარდა. “ლოკომოტივს” ერთიკვირის წინ გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა, მაგრამ ბოლოს “ლელო-სარასენსთან” 17:18 დამარცხდა და ახლა დაკარგულის ანაზღაურებას უნდა ეცადოს, რათა სეზონის ბოლოს პლეი ოფში უკეთესი პოზიციით შევიდეს.

კვირას ტურის ცენტარულ შეხვედრას “შევარდენი” უმასპინძლებს და მასში შარშანდელი რეგულარული გათამაშების გამარჯვებული ბოლნისის “ყოჩები” ამჟამინდელ ლიდერს, გორის “ჯიქს” უმასპინძლებს. ეს გუნდები მოწინავე ექვსეულში პირველ და ბოლო ადგილზე არიან, მაგრამ ბრძოლა უმძიმესი იქნება. დაინტერესებულ გულშემატკივარს, ვინც სტადიონზე მისვლას ვერ მოახერხებს, მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეეძლება.

ბოლო ტურებს თუ გადავხედავთ, გუნდებს რთული პერიოდი უდგათ. წარუმატებელი სტარტის შემდეგ, “ყოჩებმა” თითქოს თავისი თამაში იპოვა, მაგრამ ბოლო ორ ტურში ზედიზედ დამარცხდა (“ლელო-სარასენსთან” 24:28 და “არმიასთან” 20:27). “ჯიქმა” სეზონი სწორედ “ყოჩების” დამარცხებით გახსნა (17:12), თანაც მაშინ სამი უპასუხო ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც აიღო, მას შემდეგ კი, ექვსმატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხო და სწორედ ეს დაეხმარა პირველი წრის მოგებაში, თორემ ბოლო სამ ტურში ორჯერ დამარცხდა და ერთი კვირის წინ “ბათუმს” გონიოში დაუზავდა (6:6).

“ჯიქი” მარცხის შემთხვევაში ალბათ, ლიდერობის დაკარგვას ვერ გადაურჩება. შაბათს “აიამ” რომც ვერ მოიგოს, კვირას მისი ჩამოტოვება “ბათუმს” შეეძლება, რომელიც 15 საათზე გონიოში აუტსაიდერ “არმაზს” მასპინძლობს. არმაზელებს ერთი გამოტოვებული თამაში აქვთ (“ყოჩებთან”), მაგრამ აქამდე ჩატარებული რვა მატჩიდან ვერცერთი მოიგეს და მხოლოდ ერთი ფრით თუ დაიკვეხნიან. ამრიგად, “ბათუმი”, რომელიც ლიდერს მხოლოდ ერთი პრემიალური ქულით ჩამორჩება, საკუთარ მოედანზე უპირობო ფავორიტია. პირველ წრეში ზღვისპირელებმა მეტოქე თბილისში 26:18 დაამარცხეს.

15 საათზე დიდ დიღომში, “ლელო არენაზე” იწყება ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, “ლელო-სარასენსისა” და “დიდ 10”-ში დაბრუნებული და შეიძლება ითქვას, უკვე დამკვიდრებული თბილისის “აკადემიის” შეხვედრა. “ლელო” “ბათუმისა” და “აიას” შემდეგ, მესამე გუნდია, რომელსაც “ჯიქის” ჩამოჩოჩება შეუძლია. აქამდე მან საკუთარ, ახალ არენაზე ოთხი თამაში ჩაატარა და ოთხივე მოიგო. ორი კვირის წინ ლევან მაისაშვილის შეგირდებმა “ყოჩებს” წაგებული თამაში დასკვნით 10 წუთში გატანილი სამი ლელოთი შემოუტრიალეს, ერთი კვირის წინ კი, გამარჯვებისკენ სწრაფვა “ლოკომოტივთან” აჩვენეს. “აკადემია” ყველა თამაშში ბოლომდე იბრძვის, საპლეიოფო ექვსეულს 5 ქულა აშორებს და დიდ დიღომშიც ბოლომდე იბრძოლებს.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. X ტური

21 ნოემბერი

თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - არმია (თბილისი)

ლოკომოტივი: 15. ნიკოლავა, 14. ქავთარაძე, 13. ძნელაძე, 12. გაგოშვილი, 11. კალანდაძე, 10. კავთიძე (კაპ.), 9. ხუციშვილი; 1. ხარებავა, 2. ჩომახიშვილი, 3. ბურდული, 4. გეგია, 5. მიქაძე, 6. ფოფხაძე, 7. მახარაძე, 8. გასვიანი.

სათადარიგოები: 16. ქვათაძე, 17. ელოშვილი, 18. გაგნიძე, 19. ჟღენტი, 20. გოგინავა, 21. დავითაშვილი, 22. გედეხაური, 23. ბიწაძე.

არმია: 15. ჯინაშვილი, 14. მესხი, 13. ჩხიკვაძე, 12. ურჯუკაშვილი, 11. სამსიანი, 10. აფციაური, 9. მახარაშვილი; 1. ქორიძე, 2. მეკოკიშვილი (კაპ.), 3. ფსუტური, 4. ქოროღლიშვილი, 5. სურგულაძე, 6. გოგლიძე, 7. დარასელია, 8. სულუაშვილი.

სათადარიგოები: 16. ოქრომელიძე, 17. ყირიმლიშვილი, 18. ნიშნიანიძე, 19. ნიბლაძე, 20. დაუშვილი, 21. გაბუნია, 22. ჯიმუხაძე, 23. მერკვილიშვილი.

რუსთავი. ახალი. 15:00 საათი

ხარები (რუსთავი) - აია (ქუთაისი)

ხარები: 15. მჭედლიშვილი, 14. გულიტაშვილი, 13. ნათელაშვილი, 12. კოშაძე, 11. თეგეთაშვილი, 10. ბასილაია, 9. მისრიაშვილი; 1. ზურიკაშვილი, 2. აღაშვილი, 3. წიკლაური, 4. ცხადაძე, 5. ჯიმშიტაშვილი, 6. გოგიაშვილი, 7. ქვლივიძე, 8. მღებრიშვილი.

სათადარიგოები: 16. ესართია, 17. თაგაური, 18. გოგოლაძე, 19. ხელაია, 20. ღამბარაშვილი, 21. ბუჯიაშვილი, 22. ღამბაშიძე, 23. მელიქიშვილი.

აია: 15. მოდებაძე, 14. ბ. ტორაძე, 13. მანაგაძე, 12. სინაურიძე, 11. აბრამიძე, 10. ჯინჭველაშვილი, 9. თუთბერიძე; 1. რატიაშვილი, 2. ტორაძე (უმცრ.), 3. ტორაძე (უფრ.), 4. ჩიტეიშვილი, 5. შალამბერიძე, 6. სალდაძე, 7. რევიშვილი, 8. არეშიძე.

სათადარიგოები: 16. წაქაძე, 17. მატკავა, 18. მატარაძე, 19. ლომსიანიძე, 20. ხანთაძე, 21. ბაბუნაშვილი, 22. კიკვაძე, 23. გორგასლიძე.

22 ნოემბერი

თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - ჯიქი (გორი)

თბილისი. “ლელო” (დიდი დიღომი). 15:00 საათი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)

ბათუმი. გონიო. 15:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - არმაზი (თბილისი)

გუნდები თ მ ფ წ +/- ქ ბ

ჯიქი 9 6 1 2 152:88 30 4

ბათუმი 9 6 1 2 153:124 29 3

აია 9 6 1 2 156:118 28 2

ლელო-სარასენსი 9 6 1 2 163:140 27 1

ლოკომოტივი 9 5 0 4 164:149 24 4

ყოჩები 8 4 0 4 143:130 20 4

აკადემია 9 3 0 6 84:129 15 3

ხარები 9 3 0 6 97:152 14 2

არმია 9 2 1 6 171:211 14 4

არმაზი 8 0 1 7 112:161 7 5

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.099128