სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრებისა და „ბულზის“ მგეზავი ანდრე პოლარდი დაშავდა და მინიმუმ ექვსი თვე იძულების წესით დაისვენებს.
21 წლის მორაგბემ მუხლქვეშა მყესები გაიწყვიტა და ექიმების პროგნოზი დამაიდებელი სულაც არაა - ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მკურნალობის პროცესი ცხრა თვემდეც გაიწელოს. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლარდი სექტმბრამდე მოედანზე გარანტირებულად ვერ გავა და ოთხი ერის გათამაშებას გამოტოვებს.
„ეს უდიდესი უიღბლობაა. განსაკუთრებით სამწუხარო ისაა, რომ ანდრემ ასეთი მძიმე ტრავმა ვარჯიშზე მიიღო“ - განაცხადა „ხარების“ მთავარმა მწვრთნელმა ნოლის მარეიმ.
პოლარდი სამხრეთ აფრიკის ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს, დღემდე 20 კეპი მოიხვეჭა და გუნდს 189 ქულით შეეწია. ის 2015 წლის მსოფლიო თასზე „სპრინგბოკის“ მთავარი მგეზავი და კარში დამრტყმელი იყო. ვარაუდობენ, რომ მისი არყოფნის პერიოდში სამხრეთ აფრიკის ნაკრების ძირითადი 10 ნომერი „შარქსის“ მორაგბე პატრიკ ლემბი გახდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია