ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრებისა და “კრუსეიდერსის” კაპიტანმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რიჩი მაკქოუმ პროფესიონალური კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
34 წლის მორკინალმა “ოლ ბლექსის” შემადგენლობაში 148 თამაში ჩაატარა და 27 ლელო გაიტანა. მისი ბოლო შეხვედრა 31 ოქტომბერს, ავსტრალიასთან გამართული მსოფლიო თასის ფინალი იყო. მაკქოუს მანამდეც ჰქონდა გაცხადებული, რომ მსოფლიო თასის შემდეგ კარიერას დაასრულებდა, ახლა კი, ეს ინფორმაცია ღეუტერს-თან საუბარში ოფიციალურად დაადასტურა.
“ბუცებს ლურსმანზე დავკიდებ და ეს იქნება ჩემი, როგორც სპორტსმენის კარიერის დასრულება. ჩემი ბოლო თამაში “ოლ ბლექსის” შემადგენლობაში, პროფესიონალური მოთამაშის რანგში, მსოფლიო თასის ფინალი იყო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა. არაფერზე არ ვდარდობ. ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში ჩემი ცხოვრების საუკეთესო თამაშები ჩავატარე” - თქვა მაკქოუმ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია