მსოფლიო რაგბის ლეგენდა, ახალზელანდიელი ჯონა ლომუ დღეს დილით ოკლენდში, მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს ფაქტი უკვე დაადასტურა “ოლ ბლექსის” ყოფილმა ექიმმა ჯონ მეიჰიუმ.
“ლომუს ოჯახის სახელით, შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს დილით, 8-9 საათზე ჯონა ლომუ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ამ ფაქტით გაოგნებული არიან. ეს იყო სრულიად მოულოდნელი. ჯონა ოჯახთან ერთად დიდი ბრიტანეთიდან სამშობლოში გუშინ საღამოს დაბრუნდა და ასეთ ცუდ ამბავს არავინ ელოდება” - ამბობს მეიჰიუ.
40 წლის მორაგბემ ხანმოკლე საერთაშორისო კარიერის განმავლობაში 63 მატჩში 37 ლელო გაიტანა. ლომუ მსოფლიომ 1995 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისას გაიცნო და მალევე გაითქვა სახელი. მაგრამ მერე მას იშვიათი დაავადება აღმოაჩნდა და იძულებული გახდა 2002 წელს მორაგბის კარიერა შეეწყვიტა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ის დიალეზზე იყო. ჯონას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია