ამბები

11:04 | 16.11.2015 | ნანახია 2051 - ჯერ

ჩემპიონთა თასი ნაკლულად დაიწყო

პარიზში 13 ნოემბრის ღამეს მომხდარი საშინელი ტერაქტების სერიის გამო, ევროპის ყველაზე პრესტიჟული სარაგბო ტურნირი ჩემპიონთა თასი ნაკლულად დაიწყო. გადაიდო საფრანგეთში გასამართი ოთხი შეხვედრა და საქმეში მხოლოდ ორი ფრანგული კლუბი ჩაერთო, რომელთაც ინგლისში ითამაშეს.

პირველ ჯგუფში ვასილ კაკოვინის “ტულუზი” სტუმრად “სარასენსთან” 7:32 დამარცხდა. ქართველი ბურჯი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 40 წუთში 7 ბოჭვა და 2 გადაცემა შეასრულა. შეხვედრას, რომელსაც 10 ათასამდე მაყურებელი დაესწრო ქართველთათვის კარგად ნაცნობი ჯორჯ ქლენსი სჯიდა. რადგან ამ დროს ტეტაქტების სერია უკვე მომხდარი იყო, თამაშამდე მორაგბეებმა და სტადიონზე შეკრებილებმა პარიზში გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. ინგლისელებმა ტაიმი 27:0 მოიგეს და თამაშის განახლებისთანავე მესამე ლელოც გაიტანეს. ფრანგებმა ერთი ლელო 49-ე წუთზე გაქვითეს, დასკვნითმა 30-მა წუთმა კი, უქულოდ ჩაიარა.

მეორე ჯგუფში ფრანგულ დერბიში “ბორდოს” დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილის და იური ნატრიაშვილის “კლერმონისთვის” უნდა ემასპინძლა, მაგრამ ეს შეხვედრა გადაიდო. მესამე ჯგუფში დავით ხინჩაგიშვილის “რასინგი 92” პარიზში უნდა დახვედროდა “გლაზგო უორიორზს”, რომლის შემადგენლობაშიც დებიუტი უნდა ჰქონოდა შალვა მამუკაშვილს, მაგრამ ეს თამაშიც გასაგები მიზეზების გამო გადაიდო და საქართველოს ნაკრების კვაჭს შოტლანდიურ გრანდში დებიუტი ერთი კვირის შემდეგ ექნება.

მე-4 ჯგუფი ერთადერთია, სადაც პირველი ტურის ორივე თამაში გაიმართა. დუდუ ქუბრიაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსე” “ლესტერ თაიგერსს” ჯერ კიდევ ტერაქტამდე ეწვია და 20 ათასზე მეტი გულშემატკივრის წინაშე 20:33 დამარცხდა. პარიზელებმა გაიტანეს 3 ლელო და პრემიას ვერ შეწვდნენ, ხოლო “ლესტერმა” მათ ჩათვლის მოედანში ბურთი 4-ჯერ დაამიწა და ბონუსიც აიღო. ქუბრიაშვილი ტრავმირებულია, მელიქიძე განაცხადში არ იყო, ხოლო ჟვანიამ დასკვნითი 13 წუთი ითამაშა და ამ პერიოდში 4 ბოჭვა და 1 პასი მოასწრო.

მე-5 ჯგუფში თასის მფლობელს, მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონს” “ბათისთვის” უნდა ემასპინძლა და ეს თამაში გადაიდო.

2015/2016 წლის ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასი

I ჯგუფი

ოიონაქსი (საფრანგეთი) - ოლსტერი (ირლანდია) (გადაიდო)

სარასენსი (ინგლისი) - ტულუზი (საფრანგეთი) 32:7

1.

სარასენსი (ინგლისი)

1

1

0

0

32:7

4

2.

ოლსტერი (ირლანდია)

0

0

0

0

0:0

0

3.

ოიონაქსი (საფრანგეთი)

0

0

0

0

0:0

0

4.

ტულუზი (საფრანგეთი)

1

0

0

1

7:32

0

მომდევნო ტური. 20-21 ნოემბერი

ოლსტერი - სარასენსი, ტულუზი - ოიონაქსი

II ჯგუფი

ბორდო (საფრანგეთი) - კლერმონი (საფრანგეთი) (გადაიდო)

ოსპრეიზი (უელსი) - ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი) 25:13

1.

ოსპრეიზი (უელსი)

1

1

0

0

25:13

4

2.

კლერმონი (საფრანგეთი)

0

0

0

0

0:0

0

3.

ბორდო (საფრანგეთი)

0

0

0

0

0:0

0

4.

ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი)

1

0

0

1

13:25

0

მომდევნო ტური. 21-22 ნოემბერი

ექსეტერი - ბორდო, კლერმონი - ოსპრეიზი

III ჯგუფი

რასინგი 92 (საფრანგეთი) - გლაზგო უორიორზი (შოტლანდია)

ნორთჰემპტონი (ინგლისი) - სკარლეტსი (უელსი) 15:11

1.

ნორთჰემპტონი (ინგლისი)

1

1

0

0

15:11

4

2.

სკარლეტსი (უელსი)

1

0

0

1

11:15

1

3.

გლაზგო უორიორზი (შოტლანდია)

0

0

0

0

0:0

0

4.

რასინგი 92 (საფრანგეთი)

0

0

0

0

0:0

0

მომდევნო ტური. 21 ნოემბერი

გლაზგო უორიორზი - ნორთჰემპტონი, სკარლეტსი - რასინგი 92

IV ჯგუფი

ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) - სტად ფრანსე (საფრანგეთი) 33:20

მანსტერი (ირლანდია) - ბენეტონ ტრევიზო (იტალია) 32:7

1.

მანსტერი (ირლანდია)

1

1

0

0

32:7

5

2.

ლესტერ თაიგერსი (ინგლისი)

1

1

0

0

33:20

5

3.

სტად ფრანსე (საფრანგეთი)

1

0

0

1

20:33

0

4.

ბენეტონ ტრევიზო (იტალია)

1

0

0

1

7:32

0

მომდევნო ტური. 21-22 ნოემბერი

ბენეტონი - ლესტერი, სტად ფრანსე - მანსტერი

V ჯგუფი

ლენსტერი (ირლანდია) - უოსპსი (ინგლისი) 6:33

ტულონი (საფრანგეთი) - ბათი (ინგლისი) (გადაიდო)

1.

უოსპსი (ინგლისი)

1

1

0

0

33:6

4

2.

ბათი (ინგლისი)

0

0

0

0

0:0

0

3.

ტულონი (საფრანგეთი)

0

0

0

0

0:0

0

4.

ლენსტერი (ირლანდია)

1

0

0

1

6:33

0

მომდევნო ტური. 21-22 ნოემბერი

ბათი - ლენსტერი, უოსპსი - ტულონი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084607