6 ერი

18:14 | 25.03.2016 | ნანახია 1193 - ჯერ

ექვს ერში საუკეთესო სტუარტ ჰოგია

ექვსი ერის წლევანდელი გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ შოტლანდიის ნაკრებისა და „გლაზგო უორიორსის“ (შალვა მამუკაშვილის თანაგუნდელი) ფულბეკი სტუარტ ჰოგი დასახელდა.

23 წლის ჰოგს ქომაგების 30-მა პროცენტმა (20 970 ხმა) დაუჭირა მხარი. მას მცირედით ჩამორჩა ინგლისის ნაკრების მესამეხაზელი ბილი ვუნიპოლა, რომელმაც 27 პროცენტი მოაგროვა. მესამე ადგილი კი, წლევანდელი გათამაშების საუკეთესო მელელოვემ, უელსელმა ჯორჯ ნორთმა 11 პროცენტით დაიკავა.

„მადლობა ყველას, ვინც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელა. დიდი პატივია ჩაეწერო საუკეთესოების სიაში“ - აცხადებს სტუარტ ჰოგი.

ექვსი ერის სუკეთესო მოთამაშა 2006 წლიდან ვლინდება და აქამდე ეს პატივი ერგოთ:

2015 - პოლ ოკონელი, 2014 - მაიკ ბრაუნი, 2013 - ლი ჰალფპენი, 2012 - დენ ლიდეითი, 2011 - ანდრეა მასი, 2010 - ტომი ბოუ, 2009 - ბრაიან ოდრისკოლი, 2008 - შეინ უილიამსი, 2007 - ბრაიან ოდრისკოლი, 2006 - ბრაიან ოდრისკოლი.

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:12 | 25.03.2016
გუბერნატორი (11)

ზე ბრაიანი ლიდერობს..

0.07892