6 ერი

16:35 | 25.03.2016 | ნანახია 1243 - ჯერ

ო’ში იტალიის მთავარ მწვრთნელად დაამტკიცეს

ინგლისურმა „ჰარლექუინსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის ირლანდიელი დირექტორი კონორ ო’ში ივნისიდან იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება.

„ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ახალი გამოწვევა უნდა მივიღო. ვღელავ, რადგან პასუხისმგებელი ვიქნები იტალიის ნაკრების წარმატებაზე, რომელსაც ნამდვილად აქვს მეტის მიღწევის პოტენციალი. 1990-იან წლებში ამ გუნდის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, ამ მოთამაშეებს ისტორიული შედეგის მიღწევა შეუძლიათ. მაგრამ ახლა მხოლოდ „ჰარლექუინსზე“ და ოფიციალურად მხოლოდ სეზონის ბოლოს დაგემშვიდობებით“ - თქვა ო’შიმ.

იტალიის ნაკრებში ო’შის ასისტენტი მაიკ კეტი იქნება.

„ო’ში გამარჯვებულის რეპუტაციის მქონე ახალგაზრდა სპეციალისტია, რომელიც სიახლეებს არ ერიდება“ - ასე დაახასიათა 45 წლის სპეციალისტი იტალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ალფრედო გავაციმ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087974