ამბები

11:11 | 26.10.2015 | ნანახია 2142 - ჯერ

ორი პირველი - “ხარების” მოგება, “ჯიქის” წაგება

საქართველოს მორაგბეთა “დიდი 10”-ის მე-7 ტურის მეორე სათამაშო დღეს, მიმდინარე გათამაშებაში პირველად დამარცხდა გორის “ჯიქი”, ხოლო რუსთავის “ხარებმა” პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გორელები ქუთაისს ეწვივნენ და პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანეს, თავად კი 2 ჯარიმა და ლელო გაუშვეს, რის შემდეგაც 3:11 ჩამორჩნენ. მეორე ტაიმში “ჯიქმა” ლელო გაიტანა, ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა და 8:11 მარცხისთვის მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა.

რუსთავში პირველი ტაიმი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს, გუნდებმა ლელოები გაცვალეს, “არმიამ” ერთი ჯარიმაც გაიტანა და 8:5 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ინიციატივა “ხარების” მხარეს გადავიდა, გუნდებმა ჯერ ჯარიმები გაცვალეს, მერე მასპინძლებმა ლელო გატანეს, გარდასახვა გამოიყენეს და 15:11 იმარჯვეს. ეს მათთვის სეზონის პირველი გამარჯვებაა, ხოლო “არმიას” მცირედი სხვაობით მარცხისთვის პრემიალური ქულა შეხვდა.

ახლა ჩემპიონატში მცირე შესვენებაა, რომლითაც “არმაზი” და “ლოკომოტივი” ისარგებლებენ და ჩემპიონატის მე-3 ტურის გადადებულ მატჩს გამართავენ, ხოლო მე-8 ტურის თამაშები 7-8 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. VII ტური

25 ოქტომბერი

რუსთავი

ხარები (რუსთავი) - არმია (თბილისი) 15:11

ქუთაისი. “აია”

აია (ქუთაისი) - ჯიქი (გორი) 11:8

1. ჯიქი 7 6 0 1 141:76 27 3
2. ბათუმი 7 5 0 2 111:96 22 2
3. აია 7 4 1 2 119:100 20 2
4. ლელო-სარასენსი 7 4 1 2 117:99 19 1
5. ყოჩები 6 4 0 2 99:75 18 2
6. ლოკომოტივი 6 3 0 3 116:106 15 3
7. აკადემია 7 3 0 4 75:106 14 2
8. არმია 7 1 1 5 129:155 10 4
9. ხარები 7 1 0 6 81:142 6 2
10. არმაზი 5 0 1 4 73:106 4 2

1 ნოემბერი. გადადებული

არმაზი - ლოკომოტივი

თეგებიდიდი 10

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.099486