ავსტრალიის ნაკრებმა ძლიერი არგენტინა ლამაზ სტილში, 29:15 დაამარცხა და 31 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონს ტიტულს არგენტინას შეეცილება. აღსანიშნავია, რომ განვლილ შვიდ ჩემპიონატში ეს გუნდები სამ-სამჯერ იყვნენ ფინალში, მაგრამ ერთმანეთს პირველად, მხოლოდ მეოთხე ცდაზე ხვდებიან.
“ვოლაბების” წარმატების გასაღები მათ გაუვალ დაცვაშია. ავსტრალიელებმა ამ კომპონენტში მართლაც რომ უშეცდომოდ ითამაშეს და მართალია არგენტინელებს რამდენჯერმე მიეცათ ლელოს გატანის შესაძლებლობა, მაგრამ ლელოს სიახლოვეს მეტოქის კედელს ვეღარაფერი მოუხერხეს და პრაქტიკულად ყველა ჯერზე, ბურთი დაკარგეს. თავის მხრივ, ავსტრალიამ შემოქმედებითი იყო შეტევაში და შვიდი შემთხვევიდან, როდესაც ხაზი გაჭრეს, ოთხი ლელოთი დაასრულეს, მაშინ, როდესაც არგენტინამ 13-ჯერ გაჭრა სუფთად ხაზი, მაგრამ ქულები მხოლოდ ჯარიმებით აგროვა.
ავსტრალიამ სწრაფადვე მოიპოვა უპირატესობა - რობ სიმონსმა მეტოქის 22-ის ხაზთან გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე ირბინა, ხოლო მე-10 წუთზე კარგი შეტევის შემდეგ ხუან იმჰოფი შეცდა, რომელმაც ცენტრისკენ შეიწია და ადამ ეშლი-კუპერი ფლანგზე მარტო დარჩა, რის შემდეგაც ლელოში შენავარდება აღარ გაუჭირდა. ეშლი-კუპერი ფლანგზე მარტო 32-ე წუთზე დარჩა, როდესაც არგენტინა კაცნაკლული თამაშობდა და მეტოქის მძლავრ მიძალებას ვეღარ გაუმკლავდა.
ბერნარდ ფოლიმ სამიდან ორი გარდასახვა ზუსტად შეასრულა, თავის მხრივ, ნიკოლას სანჩესმა სამივე ლელოს ჯარიმებით უპასუხა და ტაიმი 9:19 დასრულდა. მეორე ტაიმში სანჩესმა ორჯერ დაიყვანა 7 ქულამდე ჩამორჩენა, მისი ჯარიმებს შორის ერთი დარტყმა ფოლიმაც შეასრულა, 72-ე წუთზე კი, დრიუ მიჩელმა საოცრად ითამაშა, თავისი ნახევრიდან მეტოქის 22-მდე ირბინა, თანაც მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ გადაინაცვლა და პრაქტიკულად მთელი არგენტინის ნაკრები ჩამოიტოვა, რის შემდეგაც ბურთი ეშლი-კუპერს გადააწოდა, ისიც ლელოში უპრობლემოდ შევიდა და გახდა მეოთხე მორაგბე, რომელსაც მსოფლიო თასების პლეი ოფებში ჰეთ თრიკი აქვთ შესრულებული.
2015 წლის მსოფლიო თასი
25 ოქტომბერი. ნახევარფინალი
ლონდონი. “თვიქნემი”
ავსტრალია - არგენტინა 29:15 (19:9)
ავსტრალია: 15. იზრაელ ფოლაუ, 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. ტევიტა კურინდრანი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიჩელი, 10. ბერნარდ ფოლი, 9. ვილ გენია; 1. ჯეიმზ სლიპერი, 2. სთივენ მორი (კაპ.), 3. სეკოპე კეპუ, 4. ქეინ დაგლასი, 5. რობ სიმონსი, 6. სქოთ ფარდი, 7. მაიქლ ჰუპერი, 8. დევიდ პოქოქი.
სათადარიგოები: 16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. თობი სმითი, 18. გრეგ ჰოუმსი, 19. დინ მამი, 20. ბენ მაკქალმანუ; 21. ნიქ ფიპსი, 22. მეთ ტომუა, 23. ქერთლი ბილი.
4 ლელო: სიმონსი, ეშლი-კუპერი (3)
3 გარდასახვა: ფოლი
1 ჯარიმა: ფოლი
არგენტინა: 15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მარსელო ბოში, 12. ხუან მარტინ ერნანდესი, 11. ხუან იმჰოფი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. მარტინ ლანდახო; 1. მარკოს აჟერსა, 2. აგუსტინ კრევი (კაპ.), 3. რამირო ერერა, 4. გვიდო პეტი, 5. ტომას ლავანინი, 6. პავლო მატერა, 7. ხუან მარტინ ფერნდეს ლობე, 8. ლეონარდო სენატორე.
სათადარიგოები: 16. ხულიან მონტოჟა, 17. ლუკას ნოგერა-პასი, 18. ხუან ფიგაჟო, 19. მატიას ალემანო, 20. ფაკუნდო ისა; 21. ტომას კუველი, 22. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 23. ლუკას გონსალეს ამოროსინო.
5 ჯარიმა: სანჩესი
1 სინბინი: ლავანინი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია