ამბები

20:00 | 23.10.2015 | ნანახია 4319 - ჯერ

გუნდები პირველი ნახევარფინალისთვის გაემზადნენ

სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა ის შემადგენლობები დაასახელეს, რომლითაც 2015 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალში, 24 ოქტომბერს ლონდონის “თვიქენჰემზე” ითამაშებენ.

“ბოკეს” მთავარმა მწვრთნელმა ჰეინეკე მეიერმა ის სასტარტო შემადგენლობა, რომელმაც მეოთხედფინალში უელსი 23:19 დაამარცხა, უცვლელი დატოვა. 23-კაციან განაცხადში ერთადერთი ცვლილებაა და სათადარიგოთა სკამზე პიტერ-სტეფ დიუ ტოის ვიქტორ მეტფილდი იჯდება.

“ოლ ბლექსის” თავკაცი სთივ ჰანსენი იძულებული გახდა, რომ ტრავმირებული ბურჯი ვაიეთ ქროქეთი (საზარდული) ჯო მუდით შეეცვალა, რომელიც საფრანგეთთან 62:13 მოგებული თამაშისას სათადარიგოთა სკამზე იყო. შესაბამისად, მის ნაცვლად ახლა სკამზე ბენ ფრენქსი იჯდება. სხვა მხრივ, ზელანდიაც იმ შემადგენლობით ითამაშებს, რომლითაც მეოთხედფინალში იმარჯვა.

რიჩი მაკქოუ საკუთარ გუნდს მსოფლიო თასზე მე-12-ედ უკაპიტნებს და ამ მაჩვენებლით ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება. გარდა ამისა, მსოფლიო თასებზე ჩატარებული მატჩებით (სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრა 21-ე იქნება), ის გადაასწრებს ჯორჯ გრეგანს (20), გავა სუფთა მეორე ადგილზე და ერთი თამაში ჩამორჩება ინგლისელ ჯეისონ ლეონარდს. სასტარტო შემადგენლობაშია ჯულიან სავეა, რომელსაც მიმდინარე მსოფლიო თასზე 8 ლელო აქვს გატანილი და ერთ ტურნირზე გატანილი ლელოების რაოდენობით გაუტოლდა რეკორდსმენებს - თანამემამულე ჯონა ლომუს (1999) და სამხრეთ აფრიკელ ბრაიან ჰაბანას (2007). თავის მხრივ, მსოფლიო თასებზე გატანილი ლელოების საერთო რაოდენობით ჰაბანა ლომუს გაუტოლდა (15-15). აფრიკელმა მიმდინარე მსოფლიო თასზე მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი 5-ჯერ დაამიწა და თუ ლელოს გატანას კიდევ შეძლებს, ერთპიროვნული რეკორდსმენი ხდება.

2015 წლის მსოფლიო თასი

ნახევარფინალი. 24 ოქტომბერი. 19:00 საათი (თბ. დრ.)

სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია

სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლე რუ, 14. ჯეი-პი პიტერსენი, 13. ჯესი კრილი, 12. დამიან დე ალენდე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. ჰანდრე პოლარდი, 9. ფური დიუ პრე (კაპ.); 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დიუ პლესი, 3. ფრანს მალჰერბე, 4. იბენ ეცებეთი, 5. ლუდ დე იახერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. სხალკ ბერგერი, 8. დვეინ ფერმიულენი.

სათადარიგოები: 16. ადრიან სტრაუსი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. იანი დიუ პლესი, 19. ვიქტორ მეტფილდი, 20. ვილემ ალბერცი; 21. რუან პინარი, 22. პეთ ლემბი, 23. იან სერფონტეინი.

ახალი ზელანდია: 15. ბენ სმითი, 14. ნეჰე მილნერ-სქადერი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ ქართერი, 9. არონ სმითი; 1. ჯო მუდი, 2. დეინ ქოულზი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ (კაპ.), 8. ქიარან რიდი.

სათადარიგოები: 16. ქევენ მეალამუ, 17. ბენ ფრენქსი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. ვიქთორ ვიტო, 20. სემ ქეინი; 21. ტავერა ქერ-ბარლოუ, 22. ბოდენ ბარეთი, 23. სონი-ბილ ვილიამსი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083411