საფრანგეთი პრო დ2

23:38 | 24.03.2016 | ნანახია 1272 - ჯერ

პრო დ2-ის ლეგიონი ერთა თასის შემდეგ [+სტრიმი]

პრო დ2-ის XXIII ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, რომელიც დღეს ღამით გამირათება, მეორე ადგილოსანი „ბეიონი“ გათამაშების ლიდერ „ლიონს“ უმასპინძლებს. მასპინძელთა რიგებში სათადარიგოა ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი.

25 მარტს პლეი ოფში ადგილისთვის მებრძოლი „პერპინიანი“ შინ „ნარბონს“ მიიღებს. ქართველი ლეგიონერებიდან ძირითადშია ვეტერანი ბურჯი ტარიელ რატიანიძე, ხოლო გიორგი მჭედლიშვილი, დიმიტრი ბასილაია (ორივე „პერპინიანი“) და ასტამურ იოსელიანი („ნარბონი“) განაცხადში ვერ მოხვდნენ.

ძირითადში იწყებს შეხვედრას „ორიაკის“ მეორე ხაზელი ლევან დათუნაშვილი. ის შინ „მონტობანს“ ხვდება. მერაბ შარიქაძე, გიორგი შარაშიძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი განაცხადში არ არიან.

მარსელში, სადაც ადგილობრივი „ექსი“ „ალბს“ უმასპინძლებს, 5 თებრევლის შემდეგ პირველად ითამაშებს სტუმართა მეორე ხაზელი ვახტან მაისურაძე, ასევე ძირთადშია „ექსის“ ბურჯი გიორგი ზაქაშვილი, ხოლო „ალბის“ ბურჯი ბექა შეყლაშვილი, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება შეხვედრაში.

პრინციპული შეხვედრა გაიმართება „კარკასონსა“ და „ტარბს“ შორის. „კარკასონი“ გათამაშების ცხრილში მე-13-ეა, ხოლო „ტარბი“ მე-15-ე ადგილს იკავებს. სხვაობა მათ შორის მხოლოდ სამი ქულაა. სტუმართა რიგებში შხვედრას ძირითადში იწყებენ ბურჯი ირაკლი მირცხულავა და მეორე ხაზელი გიორგი ნემსაძე.

ბექა გორგაძის „მონ დე მარსანი“ ლაშა ლომიძის „ბეზიეს“ უმასპინძლებს. სამწუხაროდ, ბექა ამჯერადაც მასპინძელთა განაცხადში არაა, ხოლო სტუმართა მესამე ხაზელი შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.

„ბურგუენი“ შინ კიდევ ერთ აუტსაიდერს, „დაქსს“ მიიღებს. სტუმართა რიგებში სათადარიგოა ბურჯი ელიზბარ ყუფარაძე.

ტურის კიდევ ერთი შეხვედრა „კოლომიესა“ და „ბიარიცს“ შორის 27 მარტს გაიმართება.

ბეიონი - ლიონი

http://www.vipleague.tv/rugby/376156/1/aviron-bayonnais-vs-lyon-live-stream-online.html

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081699