ამბები

1:31 | 16.10.2015 | ნანახია 4680 - ჯერ

საქართველო და რუმინეთი მზად არიან მსოფლიო თასზე მიღებული დივიდენდების გასანაღდებლად

“რაგბი ევროპა” – ორგანიზაცია, რომელიც ევროპაში რაგბის განვითარებაზეა პასუხისმგებელი, გრძელვადიან მიზანს ისახავს სარაგბო კომერციისა და კომუნიკაციის სტრატეგიის გასავითარებლად.

ეს ხედვა მთლიანად თანხვედრაშია ევროპის რაგბის კავშრების სამომავლო მოლოდინებთან და იმ საჭიროებებსა და გამოწვევებს პასუხობს, რაც ევროპული რაგბის სამომავლო გეგმებს ეხება.

“რაგბი ევროპის” პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი ოქტავიან მორარიუ სწორედ ამ გამოწვევებზე საუბრობს:

“მიმდინარე მსოფლიო თასი და მომავალი რიოს ოლიპიური თამაშები საუკეთესო პერიოდია სპორტის აღმავლობისთვის და სწორედ ამ შესაძლებლობებზე კაპიტალიზებაა საჭირო. ჩვენ ძალიან კარგი ხედვა და სტრატეგია გვაქვს დასახული ამ კუთხით, რომელიც ევროპული რაგბის პოპულარიზაციასა და მისი შესაძლებლობების და სტანდარტების განვითარებას ეხება.

მსოფლიო თასზე მეორე ეშელონის გუნდების შედეგებმა, კონკრეტულად კი საქართველოსა და რუმინეთის წარმატებამ, 6 ერის ტურნირის გადახედვის დისკუსია წარმოშვა. სამწუხაროდ ამ ქვეყნებს 6 ერის ქვეყნებთან ასპარეზობის საშუალება არ ეძლევათ. ჩვენი მთავარი ამოცანა კი მათი წარმატების გზის განვითარებაზეა ორიენტირებული.

“რაგბი ევროპა” მთლიანად უჭერს მხარს 6 ერის ტურნირს, რომელიც დღემდე ევრიპული რაგბის ყველაზე წარმატებულ შეჯიბრად ითვლება. საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას, ნამდვილად კარგ დისკუსიას წარმოშობს ამ სტრუქტურის გარეთ არსებულ ქვეყნების ინტეგრაციაზე. ეს დისკუსიები ნამდვილად კარგად მიმდინარეობს და ნათელს ჰფენს ტურნირის სტრუქტურის გარეთ კომერციულ კონკურენტუნარიანობას.

“რაგბი ევროპა” მსოფლიო რაგბთან და ევროპის 48-ვე კავშრითან ერთად, მუშაობას განაგრძობს მეორე და მესამე ეშელონის ქვეყნებთან მიმართებაში 6 ერის მსგავსი ტურნირის სტრუქტურის განვითარებაზე. “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის მონაწილე ერები – საქართველო, რუმინეთი, გერმანია, პორტუგალია, ესპანეთი და რუსეთი – 6 ერთან ასპარეზობის საშუალების დიდ საჭიროებას განიცდიან, რათა მსგავსი ტიპის კონკურენციამ მათი წარმატება კიდევ უფრო გააძლიეროს.

ევროპული რაგბის თემის შეთანხმებული სურვილია, დაისახოს დეტალური სტრატეგია იმისათვის, რომ 6 ერის ჩემპიონატი ერთადერთი ვარიანტად არ განიხილებოდეს ევროპაში საერთაშორისო რაგბის გამოცდილების დასამყარებლად. ეს არის ერთიანი გეგმა ევროპაში კონკურენტუნარიანი რაგბის განსავითარებლად".

www.rugby.ge

"რაგბი ევროპის" პრეს რელიზის მიხედვით >>> წყარო


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080766