ამბები

17:23 | 12.10.2015 | ნანახია 5611 - ჯერ

საქართველომ მსოფლიო თასი მეთოთხმეტეზე დაასრულა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო თასი მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილზე დაასრულა.

“ბორჯღალოსნები” გათამაშების დაწყებამდე მე-16 საფეხურზე იყვნენ, თუმცა, მანამდე, კანადასთან და იაპონიასთან წაგებულ გასახურებელ მატჩებამდე, მე-13 ადგილს იკავებდნენ, მაგრამ ეს ორი მარცხი ჯამში 2,8 სარეიტინგო ქულა დაჯდა. მიუხედავად ამისა, წლის უმთავრესი ამოცანა - მსოფლიო თასზე ორი თამაშის მოგება შესრულებულია და რეიტინგიც მეორეხარისხოვანია.

გასული კვირის შედეგების მიხედვით, მოწინავე გუნდებში რამდენიმე გადაადგილება მოხდა. ავსტრალიამ უელსის ძლევით 1,6 ქულა მიიღო და მეორე პოზიციაზე გამაგრდა, ხოლო “დრაკონებმა” მე-3 ადგილი დაკარგეს და ის ირლანდიას დაუთმეს, რომელმაც საფრანგეთის ძლევით 1,34 ქულა მიიღო. ირლანდიამ უელსთან ერთად სამხრეთ აფრიკაც ჩამოიტოვა, რომელსაც აშშ-ს განადგურებამ ვერაფერი შემატა.

ნამიბიის დამარცხებამ არაფერი შესძინა არგენტინას, მაგრამ საფრანგეთის მარცხის გამო, ის ერთი ადგილით დაწინაურდა. ფრანგები ახლა მე-7-მე-8 ადგილს ინგლისთან იყოფენ. მსოფლიო თასის მეოთხედფინალში გასულმა შოტლანდიამ, სამოას ძლევით მონაგარს 0,81 ქულა შემატა, მაგრამ ჯერ მხოლოდ მე-9 ადგილზე რჩება. იაპონიამ აშშ-ს დამარცხებით 0,54 ქულა შეიძინა და მოწინავე ათეულში დაბრუნდა. 1,28 სარეიტინგო ქულა მიიღო რუმინეთის მძლეველმა იტალიამ და მე-12 ადგილამდე დაწინაურდა, საქართველოს წინ კი, ტონგა დაეშვა. მე-14 ადგილის ქვევით სარეიტინგო ქულები მცირედით შეიცვალა, მაგრამ ამას გადაადგილებები არ გამოუწვევია.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი. 12 ოქტომბერი

1 (1). ახალი ზელანდია 92,89

2 (2). ავსტრალია 90,93

3 (5). ირლანდია 85,74

4 (3). უელსი 85,71

5 (4). სამხრეთ აფრიკა 84,58

6 (7). არგენტინა 80,49

7 (6). საფრანგეთი 79,77

8 (8). ინგლისი 79,77

9 (9). შოტლანდია 77,94

10 (11). იაპონია 77,05

11 (10). ფიჯი 76,96

12 (13). იტალია 72,74

13 (12). ტონგა 71,60

14 (14). საქართველო 71,45

15 (15). სამოა 70,36

16 (16). აშშ 68,66

17 (17). რუმინეთი 66,59

18 (18). კანადა 62,65

19 (19). ურუგვაი 62,11

20 (20). ნამიბია 61,75

21 (21). ესპანეთი 61,54

22 (22). რუსეთი 61,10

...


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079278