ამბები

1:06 | 12.10.2015 | ნანახია 3317 - ჯერ

იაპონიამ მოგებით დაასრულა

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში იაპონიამ აშშ-ს 28:18 სძლია და ჯამში ჯგუფში სამი მოგება დაუგროვდა, მაგრამ მეოთხედფინალში გასვლა მაინც ვერ მოახერხა.

ერთი დღით ადრე სამოას შოტლანდიასთან რომ არ წაეგო, ან თავად იაპონიას მოეხერხებინა განვლილ სამ მატჩში 2 პრემიალური ქულის აღება, ამ თამაშს სულ სხვა დატვირთვა ექნებოდა, ასე კი, უბრალოდ ერთი საინტერესო მატჩი იყო.
ამერიკელები ორჯერ დაწინაურდნენ, ჯერ ჯარიმით და მერე ლელოთი, მაგრამ იაპონია აშკარად უკეთესი იყო, ორი ლელო გაიტანა და ტაიმი 17:8 მოიგო. მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე იაპონიამ მესამე ლელო გაიტანა და პრემიაზე დაიწყო ფიქრი, მაგრამ ლელო აქეთ გაუშვა და სულ ბოლოს ჯარიმით ისღა მოახერხა, რომ აშშ-ს ტურნირზე ერთადერთი პრემიალური ქულის აღების საშუალებაც არ მისცა.

2015 წლის მსოფლიო თასი
ბ ჯგუფი
11 ოქტომბერი
აშშ - იაპონია 18:28 (8:17)
აშშ: 15. ქრის ვაილზი (კაპ.), 14. ტაკუძვა ნგვენია, 13. შეიმას ქელი, 12. სრეთონ პალამო, 11. ზექ თესთი, 10. ეიჯეი მაკგინთი, 9. მაიქ პეთრი; 1. ერიქ ფრაი, 2. ზექ ფენოლიო, 3. ტიტი ლამოზიტელე, 4. ჰეიდენ სმითი, 5. გრეგ პითერსონი, 6. ელ მაკფარლენდი, 7. ენდრიუ დურუთალო, 8. სამუ მანოა.
სათადარიგოები: 16. ფილ თილი, 17. ოლი ქილიფი, 18. ქრის ბაუმანი, 19. ქემ დოლანი, 20. ჯონ ქილი, 21. დენი ბარეთი; 22. ნიკუ კრუგერი, 23. ფოლაუ ნიუა.
2 ლელო: ნგვენია, ვაილზი
1 გარდასახვა: მაკგინთი
2 ჯარიმა: მაკგინთი
1 სინბინი: ფრაი
იაპონია: 15. აიუმუ გორომარუ, 14. იოშიკაზუ ფუძიტა, 13. ჰარუმიჩი ტატეკავა, 12. ქრეიგ ვინგი, 11. კოტარო მაცუშიმა, 10. კოსეი ონო, 9. ფუმიაკი ტანაკა; 1. კეიტა ინაგაკი, 2. შოტა ჰორიე, 3. ჰიროში იამაშიტა, 4. ლუქ თომპსონი, 5. ჯასთინ ივზი, 6. მაიქლ ლიჩი (კაპ.), 7. მაიქლ ბროდჰერსთი, 8. რიუ კოლინიასი ჰოლანი.
სათადარიგოები: 16. ტაკეში კიზუ, 17. მასატაკა მიკამი, 18. კენსუკე ჰატაკეიამა, 19. შინია მაკაბე, 20. ამანაკი ლელეი მაფი, 21. ჰენდრიკ ტუი; 22. აცუში ჰივასა, 23. ქარნ ჰესქეთი.
3 ლელო: მაცუშიმა, ფუძიტა, მაფი
2 გარდასახვა: გორომარუ
3 ჯარიმა: გორომარუ

1. სამხრეთ აფრიკა 4 3 0 1 176:56 16 2
2. შოტლანდია 4 3 0 1 136:93 14 2
3. იაპონია 4 3 0 1 98:100 12 0
4. სამოა 4 1 0 3 69:124 6 2
5. აშშ 4 0 0 4 50:156 0 0


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080437