ამბები

13:45 | 9.10.2015 | ნანახია 8530 - ჯერ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების “ექვსი ერის” გათამაშებაში ჩართვაზე გარკვეული ძვრებია

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, აკაკი ლოდიას განცხადებით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების “ექვსი ერის” გათამაშებაში ჩართვასთან დაკავშირებით გარკვეული ძვრებია.

ლოდია აცხადებს, რომ საქართველო მზად არის, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ “შვიდი ერი” შედგეს.

“ერთ-ერთი კომერციული კომპანია “ექვსი ერის” უფლებებს ფლობს და შესაბამისად, ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. მათთვის კომერციულად საინტერესო და სასარგებლო უნდა გახდეს საქართველო და დარწმუნდნენ, რომ კონკურენციას გაუწევს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის შოტლანდია, უელსი, ინგლისი და ა.შ. თვითონ კომპანიისთვის უნდა გახდეს სასურველი ჩვენი მონაწილეობა.

არის რაღაც ძვრები, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული თარიღის დასახელება რთული იქნება. პირველ რიგში რაგბის კავშირის მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ “შვიდი ერი” შედგეს”, - აღნიშნა ლოდიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ამ დრომდე ევროპის “ერთა თასზე” ასპარეზობს, კონტინენტის უძლიერესი ნაკრებები: ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია და იტალია კი “ექვსი ერის” ჩემპიონატში თამაშობენ. ქართული მხარის მიზანი სწორედ ამ ტურნირში მონაწილეობის უფლების მოპოვებაა, რაც მთლიანად ქართული რაგბის განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს.

www.interpressnews.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086831