საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასის დასკვნით შეხვედრაში ნამიბია დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 17:16.
მატჩის ირლანდიელმა რეფერიმ ჯორჯ ქლენზმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და საქართველოს ნაკრებს პირველ ტაიმში ორი ლელო გაუუქმა. შედეგად, ტაიმი, რომელიც 50 წუთს გაგრძელდა, აფრიკელებმა 6:0 მოიგეს. დამატებულ წუთებზე ნამიბიელთა ორი მორაგბე სინბინით დაისაჯა და მეორე ნახევარი მათ 13 კაცით დაიწყეს.
თამაში რომ განახლდა მამუკა გორგოძემ მეტოქის დაცვა ისე გატეხა, რეფერის მიზეზი აღარ დარჩა და ლელოს მერან კვირიკაშვილის გარდასახვა მოყვა. მალევე ქართველთა კარგი იერიში, კერძოდ გიორგი თხილაიშვილის საუცხოო თამაში ლაშა მალაღურაძემ მეორე ლელოდ აქცია, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვას ზუსტი ჯარიმა მიაყოლა და 17:6. დასკვნითმა წუთებმა ნამიბიელთა აქტიურობით ჩაიარა და მათ ჯერ ჯარიმით შეამცირეს ჩამორჩენა, მერე ლელო გაიტანეს და გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ქლენზმა აღარ გაგვწირა, ჯარიმა არ მოიგონა და “ბორჯღალოსნებმა” 17:16 იმარჯვეს.
გ ჯგუფი
7 ოქტომბერი
ექსეთერი. “სენდი პარკი”. 23:00 (თბ. დრ.)
საქართველო - ნამიბია 17:16 (0:6)
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (23. ბექა წიკლაური 75), 14. თამაზ მჭედლიძე (22. გიორგი აფციაური 43), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე (21. გიორგი ბეგაძე 65); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. კარლენ ასიეშვილი 35), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 57), 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე (19. ლევან დათუნაშვილი 57), 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი (20. ლაშა ლომიძე 41), 8. მამუკა გორგოძე.
არ შესულა: 18. ანტონ ფეიქრიშვილი.
2 ლელო: გორგოძე, მალაღურაძე
2 გარდასახვა: კვირიკაშვილი
1 ჯარიმა: კვირიკაშვილი
1 სინბინი: ბრეგვაძე
ნამიბია: 15. კრეისანდერ ბოთა, 14. დევიდ ფილანდერი, 13. დანი ფან ვეიკი, 12. დარილ დე ლა ჰარპი, 11. რასელ ფან ვეიკი, 10. თიენის კოცე, 9. იუჯინ იანკისი; 1. ჯონი რედლინჰეისი, 2. ტორსტენ ფან იარსფელდი, 3. რაულ ლარსონი, 4. პიჯეი ფან ლილი, 5. ჩიუე უანივი, 6. ჟაკ ბერგერი (კაპ.), 7. ტინუს დიუ პლესი, 8. რენალდო ბოთმა.
სათადარიგოები: 16. ლუი ფდ ვესტჰეიზენი, 17. იაკო ენხელსი, 18. იოჰანეს კუცია, 19. ვიან კონრადი, 20. როან კიცჰოფი; 21. იოჰან ტრომპი, 22. დამიან სთივენსი, 23. ჰაინრიხ სმიტი.
1 ლელო: კოცე
1 გარდასახვა: კოცე
3 ჯარიმა: კოცე
3 სინბინი: ლარსონი, კუცია, ბოთმა
1. | ახალი ზელანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 127:40 | 14 | 2 |
2. | არგენტინა | 3 | 2 | 0 | 1 | 115:51 | 10 | 2 |
3. | საქართველო | 4 | 2 | 0 | 2 | 53:123 | 8 | 0 |
4. | ტონგა | 3 | 1 | 0 | 2 | 61:83 | 6 | 2 |
5. | ნამიბია | 3 | 0 | 0 | 3 | 51:110 | 1 | 1 |
9 ოქტომბერი
ახალი ზელანდია - ტონგა
11 ოქტომბერი
არგენტინა - ნამიბია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია