ამბები

1:17 | 7.10.2015 | ნანახია 3859 - ჯერ

ფიჯიმ მოგებით დაასრულა

ფიჯის ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო თასის დასკვნით მატჩში ურუგვაის 7 ლელო გაუტანა და ტურნირი გამარჯვებით დაასრულა, მაგრამ ამით ბევრი ვერაფერი მიიღო და არაფრისმომცემ მე-4 ადგილზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ ეპიზოდებში ურუგვაიმ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ორი ლელოც გაუტანა.

ანგარიში მატჩის დებიუტში გაიხსნა, როდესაც ლევანი ბოტიამ ალამთან ბურთი ვერ დაამიწა, მაგრამ ამაში დამნაშავე აგუსტინ ორმაეჩეა იყო და ურუგვაი ორმაგად დაისაჯა - 9 ნომერმა ყვითელი ბარათი მიიღო და რეფერიმ საჯარიმი ლელო ჩათვალა. მე-12 წუთზე ნემია კენატალემ ნურთი მარჯვენა ალამთან დაამიწა, გარდასახვა არაზუსტი იყო და ურუგვაიმ გამოანათა. მათ ჯერ ჯარიმით შემცირეს ჩამორჩენა და მერე ორმაეჩეამ რაქებიდან სწრაფად გაიტანა ბურთი და ლელო კარლოს არვოლეჟამ მიითვალა - 12:10 ზუსტი გარდასახვის შემდეგ. ეს იყო ურუგვაის ნაკრების პირველი ლელო მიმდინარე მსოფლიო თასზეა და ამ მომენტს მთელი ქვეყანა 12 წელიწადი ელოდა.
ამაზე ფიჯიმ 27-ე წუთზე უპასუხა, როდესაც ლელოდან 5 მეტრში ჯარიმის ნაცვლად შერკინება ირჩია და სამხრეთამერიკელები მეორედ დაისაჯნენ საჯარიმო ლელოთი. ტაიმის ბოლოს ფიჯიმ ჩვეულ სტილში შეუტია და მეოთხდე, პრემიის მომტანი ლელო ლეონე ნაკარავამ მიითვალა - 26:10.
მეორე ტაიმში 18-მა წუთმა უქულოდ ჩაიარა, რის შემდეგაც ურუგვაიმ მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირა და ორმაეჩეამ ლელოთი ჩამორჩენა კიდევ 5 ქულამდე შეამცირა. ამან ფიჯი გააცეცხლა და სიტუაციაც დაიძაბა. მათ ტევიტა გავუბატის ლელოთი მეტოქეს 5 წუთში უპასუხეს და ამ ეპიზოდს ჩხუბი მოყვა. თამაში რომ განახლდა ფიჯელებმა ხელდახელ შეუტიეს და ამჯერად ლელო კინი მურიმურივალუმ მიითვალა, რასაც კვლავ ჩხუბი მოყვა და რეფერიმ ორივე გუნდის ჩხუბისთავს ყვითელი ბარათი უჩვენა, ოღონდ, ეს ორმაეჩეასთვის მეორე ყვითელი ბარათი იყო და ის წითლად გადაკეთდა. შეხვედრის წერტილი ლელოთი ნემანი ნანდოლომ დასვა, გარდასახვაც თავად შეასრულა და ფიჯიმ მსოფლიო თასი დაასრულა.

2015 წლის მსოფლიო თასი
ა ჯგუფი
6 ოქტომბერი
ფიჯი - ურუგვაი 47:15 (26:10)
ფიჯი: 15. კინი მურიმურივალუ, 14. ასაელი ტიკოიროტუმა, 13. ვერენიკი გონევა, 12. ლევანი ბოტია, 11. ნემანი ნანდოლო, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ნემია კენატალე; 1. ქემპიზი მაჰაფუ, 2. სუნია კოტო, 3. ლიროი ატალიფო, 4. აპი სალომე რატუნიარავა, 5. ლეონე ნაკარავა, 6. ნდომინიკო ვანქანიბოროტუ, 7. აკაპუსი ნქერა (კაპ.), 8. საკიუსა მატანდინგო.
სათადარიგოები: 16. ვილიამე ვეიკოსო, 17. პენი რავაი, 18. ტანიელა კოროი, 19. ტევიტა გავუბატი, 20. ნეტანი ტალეი; 21. ჰენრი სენილოლი, 22. ჯოშ მატავესი, 23. ტიმოთი ნანგუსა.
7 ლელო: საჯარიმო (2), კენატალე, ნაკარავა, გავუბატი, მურიმურივალუ, ნანდოლო
6 გარდასახვა: ნანდოლო
1 სინბინი: მაჰაფუ
ურუგვაი: 15. გასტონ მიერესი, 14. სანტიაგო ჟივერნო, 13. ხოაკინ პრადა, 12. ანდრეს ვილასეკა, 11. როდრიგო სილვა, 10. ალეხო დურანი, 9. აგუსტინ ორმაეჩეა; 1. ალეხო კორალი, 2. კარლოს არვოლეჟა, 3. მარიო საგარიო, 4. სანტიაგო ვილასეკა (კაპ.), 5. ხორხე სერვინო, 6. ხუან-მანუელ გამინარა, 7. მატიას ბიერი, 8. ალეხანდრო ნიეტო.
სათადარიგოები: 16. ხერმან კესლერი, 17. ოსკარ დურანი, 18. მატეო სანგინეტი, 19. მატიას პალომეკე, 20. ფრანკო ლამანა, 21. ხუან დე ფრეიტასი; 22. ხერონიმო ეჩევერი, 23. ფრანსისკო ბულანტი.
2 ლელო: არვოლეჟა, ორმაეჩეა
1 გარდასახვა: ორმაეჩეა
1 ჯარიმა: დურანი
1 სინბინი: ორმაეჩეა
1 გაძევება: ორმაეჩეა

გუნდი თ მ ფ წ +/- ქ ბ
ავსტრალია 3 3 0 0 126:29 13 1
უელსი 3 3 0 0 105:47 13 1
ინგლისი 3 1 0 2 73:72 6 2
ფიჯი 4 1 0 3 84:101 5 1
ურუგვაი 3 0 0 3 27:166 0 0

10 ოქტომბერი
ავსტრალია - უელსი
ინგლისი - ურუგვაი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.111426