6 ერი

11:15 | 24.03.2016 | ნანახია 3717 - ჯერ

იტალიური პრესა ექვს ერზე: საქართველო აკაკუნებს, კარს არავინ უღებს

ექვსი ერის კარის გახსნის თემას იტალიური პრესაც გამოეხმაურა. რა თქმა უნდა, ისინი საკუთარ პოზიციას იცავენ და ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე ტურნირი ხელუხლებელი უნდა დარჩეს:

„საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ითხოვს, რომ მისი გუნდისთვის ექვსი ერის კარი გაიღოს, მაგრამ ტურნირის გენერალური დირექტორი ჯონ ფიენი მას უარით პასუხობს.

Associated Press-თან საუბარში ახალზელანდიელი სპეციალისტი ამბობს: „ჩვენ მხოლოდ წელიწადში ერთხელ გვეძლევა დიდ გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა, თუმცა ჩვენი ზრდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი სახის შეჯიბრი, რომელიც წინსვლაში დაგვეხმარება“.

ამ მოთხოვნას ფიენი მყარი უარით პასუხობს: „ჩვენი მიზანი არაა საქართველოს და რუმინეთის, გნებავთ რომელიმე სხვა ქვეყნის ზრდისთვის გამოსავლის ძიება“.

„საქართველოს და რუმინეთის სურვილია, რომ ექვს ერში შევიდნენ“ - თავის მხრივ აცხადებს რაგბი ევროპის გენერალური დირექტორი ოქტავიან მორარიუ, რომელიც არსებულ სიტუაციაში სწორ გამოსავალს ხედავს - „უნდა გავზარდოთ ტესტ-მატჩების რაოდენობა პირველი და მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს შორის“.

იტალია, ექვს ერში მიღებამდე, გასული საუკუნის 90-იან წლებში ხშირად თამაშობდა ირლანდიასთან და საფრანგეთთან და გამარჯვებებიც ჰქონდა, რითაც მისთვის კარის გახსნა გაამართლა. მიუხედავად მრავლობითი იმედგაცრუებისა, განვლილ პერიოდში იტალიამ რამდენჯერმე დაამრცხა შოტლანდია, უელსი, საფრანგეთი, ირლანდია და ერთადერთი ინგლისია, ვისთანაც არასდროს მოუგია.

ამ შემნთხვევაში პარისე ერთადერთ სწორ გამოსავალს ხედავს. მსოფლიო რაგბმა უნდა დანიშნოს ტესტ-მატჩები მეორე დონის ევროპული ქვეყნებისა და ექვსი ერის ნაკრებებს შორის და როდესაც ისინი იტალიის მსგავსად გამარჯვებებს დაიწყებენ, მაშინ შეიძლება ექვსი ერის გახსნაზე, თუ ასვლა-ჩასვლის სისტემის დანერგვაზე საუბარი. მანამდე კი, მორარიუსი არ იყოს, ამ გუნდებს მხოლოდ ექვს ერში თამაში უნდათ.

უკანასკნელი ათი წლის შედეგებს თუ გადავხედავთ, საქართველოსა და რუმინეთის მიერ გამართული ტესტ-მატჩების შედეგები ყველაფერს ნათელს მოჰფენს: საქართველო 2006 წლიდან დღემდე ეთამაშა ინგლისს, საფრანგეთს, ირლანდიას [2-ჯერ] და შოტლანდიას და ყველა შეხვედრაში დამარცხდა; რუმინეთი ამავე პერიოდში შეხვდა ინგლისს, საფრანგეთს, ირლანდიას, იტალიას [2-ჯერ] და შოტლანდიას [3-ჯერ] და მანაც ყველა თამაში წააგო. რატომ უნდა შეცვალონ ამ გუნდებმა იტალია, გნებავთ საფრანგეთი, ან შოტლანდია, რომლებმაც უკანასკნელ 4 წელიწადში ექვს ერში „ხის კოვზი“ აიღეს?“.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:16 | 24.03.2016
BATU'91 (19)

მადლობა ზურას
პროვოკაციული სათაური რომ არ არა აქვს სტატიას

0.084882