ამბები

19:17 | 5.10.2015 | ნანახია 6950 - ჯერ

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ნამიბიის წინააღმდეგ

2015 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების უკანასკნელ მატჩამდე 2 დღე რჩება და ამ თამაშზე ქართული რაგბის ისტორიის ბედი გადაწყდება. თუ მიმდინარე ტურნირს ნაკრები გამარჯვებით დაასრულებს, 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები ავტომატურ კვალიფიკაციას მოიპოვებენ, რისი შესაძლებლობაც აქამდე ქართულ რაგბს არასდროს მისცემია.

მზადება მსოფლიო თასის უკანასკნელი მატჩისთვის

მას შემდეგ რაც ნაკრები შაბათს საღამოს ექსეტერთან მდებარე სოფელ ვუდბერის ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა, მატჩისთვის მზადება გუნდმა მხოლოდ გუშინ დაიწყო. კვირის ვარჯიში დატვირთული არ ყოფილა და ბორჯღალოსნებმა დღე აღდგენასა და დარბაზის მსუბუქ ვარჯიშს დაუთმეს.

დღეს კი გუნდმა ‘ვუდბერი პარკში’ სრულყოფილი მზადება დაიწყო და ვარჯიშის შემდეგ ექსეტერელ ბავშვებს პატარა მასტერკლასიც ჩაუტარა.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ნამიბიის წინააღმდეგ

7 ოქტომბერს, ოთხშაბათს, საქართველოს დროით 23:00 საათზე ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის უკანასკნელ მატჩს ნამიბიას ‘სენდი პარკზე’ გაუმართავენ. 48 საათით ადრე სამწვრთნელო შტაბი სამატჩო შემადგენლობას აცხადებს.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო განაცხადში ვერ მოხვდნენ ლაშა ხმალაძე, გიორგი ფრუიძე და ლევან ჩილაჩავა - ბორჯღალოსანთა ბურჯმა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში წვივის კუნთი დაიზიანა და სამწუხაროდ მსოფლიო თასის უკანასკნელ მატჩს ტრიბუნიდან უყურებს. კარგი ამბავია ის, რომ მერაბ კვირიკაშვილი,რომელმაც მუხლის მყესის დაჭიმულობის გამო ერთი თამაში გამოტოვა, გუნდს დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.

მერაბ კვირიკაშვილი

„სამ დღეზე ცოტა მეტი დავისვენე და ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ტრავმის შემდეგ დღეს პირველად ვივარჯიშე და არანაირი ტკივილი და დისკომფორტი არ მქონია. დარწმუნებული ვარ, რომ ნამიბიასთან სათამაშოდ 100%-ით მზად ვარ.“

მილტონ ჰეიგი მამუკა გორგოძის შესახებ:

„მამუკამ დღევანდელი ვარჯიში მუხლის ტკივილის გამო გამოტოვა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გვინდოდა კაპიტანი ცოტა დაგვესვენებინა, რადგანაც ამ მსოფლიოზე ყველაზე დიდი ხანი მას მოუწია თამაში და თანაც, იცით, მისი შემტევი სტილი.

„ბევრს გაუკვირდა მისი შემადგენლობაში ყოფნა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ, ჩემი პასუხი კი ერთია - ის გუნდის კაპიტანია. ჩემი აზრით, კაპიტანმა ყველა მატჩი უნდა ითამაშოს, რა თქმა უნდა,თუ ეს შეუძლია. დარწმუნებული ვარ ის ამ მატჩსაც ღირსეულად წარუძღვება.“

საქართველოს ბორჯღალოსნები

მსოფლიო თასი * - ნამიბია * ოთხ 7/10 ექსეთერ, სენდი პარქ @ 23.00 საქ

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

მონლიუსონ [სფრ ფ 1]

1983

87

12ლ 111გ 123ჯ 3ა [660 ქ] 4სბ

14

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ დ2]

1993

34

4ლ

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს]

1985

86

17ლ [4 კაპ] სბ

12

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ დ2]

1993

39

7ლ [1 კაპ]

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ]

1987

49

5ლ 2სბ

10

ლაშა მალაღურაძე

ბანიერ [სფრ ფ 1]

1986

61

3ლ 29გ 25ჯ 3ა [157 ქ] 2სბ

9

ვასილ ლობჟანიძე

არმაზი [საქ]

1996

9

:

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტ14]

1990

31

ლ სბ

2

ჯაბა ბრეგვაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ]

1987

31

3

დავით ზირაქაშვილი

კლერმონ [სფრ ტ14]

1983

52

9ლ [1 კაპ] 3სბ

4

გიორგი ნემსაძე

ტარბ [სფრ დ2]

1984

53

9ლ 3სბ

5

კოტე მიქაუტაძე

ტულონ [სფრ ტ14]

1991

39

2ლ 2სბ

6

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ]

1991

23

3ლ სბ

7

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტ14]

1989

35

3ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ

8

მამუკა გორგოძე^კაპ

ტულონ [სფრ ტ14]

1984

64

25ლ [7 კაპ] 5სბ

მარქაფა [სათადარიგოები]

23

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ]

1989

22

4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ]

22

გიორგი აფციაური

ქუთაისის აია [საქ]

1994

13

:

21

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ]

1986

39

2სბ

16

შალვა მამუკაშვილი

სეილ შარქს [ინგ პრემ]

1990

34

3ლ

17

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტ14]

1987

15

18

ანტონ ფეიქრიშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

16

ლ სბ

19

ლევან დათუნაშვილი

ორიაკ [სფრ დ2]

1983

74

3ლ [3 კაპ] 6სბ

20

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ დ2]

1992

14

2ლ სბ

უფროსობა

მილთონ ჰეიგ

მთავარი მწვრთნელი

[ზელ]

ილია მაისურაძე

მწვრთნელი

ილია ზედგინიძე

მწვრთნელი

ირაკლი მაჩხანელი

მწვრთნელი

მაიქლ ბრედლი

მწვრთნელი

[ირლ]

დიდიე ბეს

მწვრთნელი

[სფრ]

ვასილ აბაშიძე

მენეჯერი

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083286