იაპონიის ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო თასზე მეორე ხმაურიანი გამარჯვებაც რომ მოიპოვა, მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში მონაგარს 3,5 ქულა შემატა, ამდენივე დააკლდა სამოას და ამან კუნძულელები ერთბაშად ოთხი ადგილით დააქვეითა.
შედეგად, იაპონიასთან ერთად წინსვლა განიცადა კიდევ სამმა ნაკრებმა - ტონგამ, იტალიამ და საქართველომ. იტალიელებს და “ბორჯღალოსნებს” სარეიტინგო ქულები უცვლელი დარჩათ, ტონგამ არგენტინასთან მარცხის შედეგად 0,83 ქულა დაკარგა, მაგრამ მაინც წინ წავიდა. სამაგიეროდ, მე-12 ადგილზე მყოფი გუნდი, “ბორჯღალოსნებს” მხოლოდ 0,25 ქულით უსწრებს, მაგრამ რადგან ნამიბიასთან მოგება ვერაფერს შეგვმატებს, ამ მსოფლიო თასის შედეგად საქართველოს სარეკორდო მე-12 ადგილზე ასვლის შანსი აღარ ექნება, არადა, მიზანი ასე ახლოს აქამდე არასდროს ყოფილა.
სულ გასული კვირის შედეგების მიხედვით ოთხი გუნდი დაქვეითდა - სამოას გარდა 2 ადგილით უკან დაიწია ინგლისმა, ხოლო უელსმა და ირლანდიამ თითო ადგილი დაკარგეს და თითო საფეხურით დაწინაურდა რვა გუნდი. იაპონიის შემდეგ, ყველაზე მეტი, 2,58 სარეიტინგო ქულა ავსტრალიამ მიიღო, რომელიც მეორე ადგილზე დაბრუნდა.
მსოფლიო რაგბის რეიტინგი 5 ოქტომბერი
1 (1). ახალი ზელანდია 92,89
2 (3). ავსტრალია 89,33
3 (2). უელსი 87,31
4 (5). სამხრეთ აფრიკა 84,58
5 (4). ირლანდია 84,40
6 (7). საფრანგეთი 81,12
7 (8). არგენტინა 80,49
8 (6). ინგლისი 79,77
9 (9). შოტლანდია 77,13
10 (10). ფიჯი 76,96
11 (12). იაპონია 76,51
12 (13). ტონგა 71,60
13 (14). იტალია 71,46
14 (15). საქართველო 71,35
15 (11). სამოა 71,17
16 (16). აშშ 69,20
17 (17). რუმინეთი 66,28
18 (18). კანადა 64,24
19 (19). ურუგვაი 62,11
20 (20). ნამიბია 61,85
21 (21). ესპანეთი 61,54
22 (22). რუსეთი 61,10
...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია