ამბები

15:46 | 5.10.2015 | ნანახია 1927 - ჯერ

მინისტრები და ვეტერანები ბოჯღალოსნების მხარდასაჭერად

6 ოქტომბერს 19:00 საათზე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე, მსოფლიო თასზე წარმატებით მოასპარეზე ბორჯღალოსნების მხარდამჭერი მატჩი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ვეტერანი მორაგბეები და მთავრობის სხვა წარმომადგენლები მიიღებენ.

ამხანაგური მატჩის მიზანი ეროვნული ნაკრების მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა.

შეხვედრას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე რაგბის კავშირის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრებიან.

დღეს კი, 5 ოქტომბერს, 19:00 საათზე მინისტრები და ვეტერანები კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.098246