ამბები

12:37 | 1.10.2015 | ნანახია 2782 - ჯერ

კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია მატჩამდე 2 დღით ადრე

კარდიფი, 30 სექტემბერი - ბორჯღალოსნებს კაპიტნის ვარჯიშის გამართვა მატჩამდე 2 დღით ადრე მოუწიათ, რადგანაც ‘მილენიუმ სთედიუმს’ 1 ოქტომბერს, ფიჯი და უელსი ‘ა’ ჯგუფის ერთ-ერთი მატჩისთვის იკავებენ. ამიტომ ‘ც’ ჯგუფის ორივე გუნდმა კაპიტნის ვარჯიში ოთხშაბათს გამართა.

პრესკონფერენცია

ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენციაზე ბორჯღალოსნებმა მთავარ მწვრთნელთან ერთად მომავალი მატჩის შესახებ გააკეთეს კომენტარები

მილტონ ჰეიგი

ცვლილებები შემადგენლობაში...

„სასტარტო 15-ეულში რამდნეიმე ცვლილება განვახორციელეთ, რადგანაც პირველ ორ მატჩში ერთი და იგივე შემადგენლობით ვითამაშეთ, ამჯერად ეს ბიჭები დასვენებულები არიან. მათ ჯერ თითქმის არ უთამაშიათ ან ძალიან ცოტა ხნით შესულან მოედანზე მიმდინარე მსოფლიო თასის პერიოდში. ‘ოლ ბლექსის’ წინააღლდეგ ახალი ენერგია გვჭირდება.

დავით ქუბრიაშვილი ანტონ ფეიქრიშვილმა შეცვალა...

„კანადის ტესტ მატჩამდე ქუბრიაშვილმა ტრავმა მიიღო. იმედი გვქონდა, რომ ის მალე გამოჯანმრთლედებოდა, მაგრამ წინა კვირის სამედიცინო დასკვნამ გვიჩვენა, რომ მისთვის თამაში მიზანშეწონილი არ იყო და ამიტომ სატურნირო შემადგენლობაში ცვლილების გაკეთება მოგვიწია.

„ანტონი ერთ-ერთი კარგი ბურჯია ბორჯღალოსანთა რიგებში. ის უკვე 7 დღეა რაც შემოგვიერთდა და ახალი ზელანდიის წინააღმდეგ მარქაფაში ყოფნის შანსიც მოიპოვა.“

შემადგენლობის გარეთ დარჩენილი გამოცდილი მოთამაშეები..

„2019 წლის მსოფლიო თასზე საკვალიფიკაციოდ ნამიბიასთან გასამართი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია. ასე, რომ ამჯერად ფოკუსი სწორედ უკანასკნელ მატჩზე გადაგვაქვს.“

გიორგი ჩხაიძე

„ჩემთვის ეს მეოთხე მსოფლიო თასია და დიდი პატივია მოქმედი ჩემოიონების წინააღმდეგ თამაში. ვეცდები, რომ ეს შანსი კარგად გამოვიყენო და მოედანზე ჩემი შესაძებლობების მაქსიმუმი გავაკეთო.“

ანტონ ფეიქრიშვილი

„საფრანგეთში მანქანით ვსეირნობდი, როდესაც დამირეკეს და მანქანის გაჩერება მომიწია, რადგანაც კარგად ვერ გავიგე რას მეუბნებოდნენ. შემდეგ მითხრეს, რომ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებში ვიყავი გამოძახებული, ძალიან გამიხარდა, რადგანაც წინა სამსოფლიო მოსამზადებელ ეტაპზე გუნდთან ერთად მეც ვვარჯიშობდი."

გიორგი ბეგაძე

„ახალი ზელანდია მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ჩემი აზრით მსოფლიოს საუკეთესო 9 ნომერიც მათ ეკუთვნით. საქართველოს ნაკრების კვართის ტარება ჩემთვის დიდი პატივია, განსაკუთრებით კი ასეთი ოპონენტის წინაშე.“

www.site.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.129419