ამბები

17:16 | 30.09.2015 | ნანახია 4829 - ჯერ

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ

2 დღეში, 2 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე, ბორჯღალოსნები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ახალ ზელანდიას, სარაგბოსამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ‘მილენიუმ სთედიუმზე’, ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან.

ამ მატჩისთვის მზადებას გუნდი მას შემდეგ შეუდგა, რაც პარასკევს ნიუპორტში, კარდიფთან ახლოს დაბინავდა. ბიჭებმა პიველი ორი დღე აღდგენასა და ვიდეო ანალიზს დაუთმეს, გუშინწინ კი პლანეტის ყველაზე ძლიერი გუნდის დასაპირისპირებლად პირველი ვარჯიში გამართეს.

დავით კაჭარავა, საქართველოს ნაკრების შუამარბი:

"ახალი ზელანდიის ნაკრებთან სათამაშოდ მაქსიმალური მონდომებით ვემზადებით. კარგია, რომ ტრავმები არ გვაქვს და ყველა მწყობრშია.

„ცხადია, ‘ოლ ბლექსის’ წინააღმდეგ თამაში ყველა მორაგბის ოცნებაა. ყველა მოხარული იქნება, თუ მსოფლიოს უძლიერეს გუნდთან ასპარეზობა მოუწევს.

ვფიქრობ, კარგი სანახავი მატჩი იქნება. ახალ ზელანდიას ბურთი თუ დაუთმე, კარგს ვერაფერს მიიღებ. ამიტომ ვეცდებით, ხელდახელ ბურთაობით შევუტიოთ".

გიორგი ნემსაძე, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი:

"მარტივად რომ ვთქვათ, ახალი ზელანდიის ნაკრები არის 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებული. მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილზეა და მსოფლიოში საუკეთესო ნაკრებია. აი, ასეთ გუნდთან გვიწევს თამაში.

„ჩვენი ნაკრების შანსზე რა უნდა ვთქვა. გავალთ და რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ. იმედია, მატჩი ისეთი შედეგით არ დამთავრდება, რომ გული დაგვწყდეს."

რას ელოდება ამ მატჩისგან ახალზელანდიელი სემ ქეინი:

„მოლოდინები გუნდში ინდივიდუალურია. ზოგიერთი ძალიან თავდაჯერებულია, ზოგმა კი იცის რომ ამ მატჩში დიდი ძალის დახარჯვა მოუწევს, ასე, რომ ამ თამაშზე ბევრს ვფიქრობთ. პირადად მე ოპონენტის თამაშს თვალს ვადევნებ, რადგანაც არსებობს ისეთი საკითხები, რაც მათ შესახებ უნდა ვიცოდე. ვფიქრობ, ისინი ძალიან ეცდებიან თავის წარმოჩენას. ბორჯღალოსნებს საკმაოდ ძლიერი და უხეში მორკინალები ჰყავთ. უყვართ მოლი, შერკინება და „აიღე და მიეძალე“ სტილის თამაში, ასე, რომ მათგან ძლიერ შეტევას ველი.“

კაპიტნის ვარჯიში

დღეს, საქართველოს დროით 15:30 სთ-ზე, ბორჯღალოსნებმა კარდიფის "მილენიუმზე" კაპიტნის ვარჯიში გამართეს. "ოლ ბლექსთან" მატჩი 2 ოქტომბერსაა და წესით, კაპიტნის ვარჯიში წინა დღით უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რადგან 1-ელ ოქტომბერს "მილენიუმზე" უელსის და ფიჯის ეროვნული გუნდების მატჩია დანიშნული, ოთხივე გუნდი კაპიტნის ვარჯიშს დღეს გამართავს. ვაჯიშის ფოტოებს მოგვიანებით საქართველოს რაგბის კავშირის სოც-მედიის პლატფორმებზე შემოგთავაზებთ: Facebook, Twitter, Instagram, YouTube.

შეგახსენებთ, რომ ისევე, როგორც მსოფლიო თასის დანარჩენ მატჩებს ბორჯღალოსანთა ‘ც’ ჯგუფის მესამე შეხხვედრასაც პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

ახალი შემადგენლობით ‘ოლ ბლექსის’ წინააღმდეგ

ისტორიულ მატჩამდე 48 საათზე უფრო ადრე მილტონ ჰეიგი სამატჩო შემადგენლობას აცხადებს. ბორჯღალოსანთა 23 კაციანი რაზმი ასე გამოიყურება:

საქართველოს ბორჯღალოსნები

მსოფლიო თასი * - ახალი ზელანდია * პარ 2/10 კარდიფ, მილენიუმ @ 23.00 საქ

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ]

1989

21

3ლ 11გ 15ჯ 2ა [88 ქ]

14

გიორგი აფციაური

ქუთაისის აია [საქ]

1994

12

:

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს]

1985

85

17ლ [4 კაპ] სბ

12

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ დ2]

1993

33

4ლ

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ]

1987

48

5ლ 2სბ

10

ლაშა მალაღურაძე

ბანიერ [სფრ ფ 1]

1986

60

3ლ 28გ 24ჯ 3ა [152 ქ] 2სბ

9

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ]

1986

38

2სბ

შერკინება [ფორვარდები]

1

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტ14]

1987

14

2

შალვა მამუკაშვილი

სეილ შარქს [ინგ პრემ]

1990

33

3ლ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტ14]

1991

26

3ლ

4

ლევან დათუნაშვილი

ორიაკ [სფრ დ2]

1983

73

3ლ [3 კაპ] 6სბ

5

გიორგი ჩხაიძე

ლილ [სფრ ფ 1]

1981

85

10ლ [1 კაპ] 6სბ

6

შალვა სუთიაშვილი

მასი [სფრ დ2]

1984

51

ლ [7 კაპ] 3სბ

7

მამუკა გორგოძე^კაპ

ტულონ [სფრ ტ14]

1984

63

25ლ [6 კაპ] 5სბ

8

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ დ2]

1992

13

2ლ სბ

მარქაფა [სათადარიგოები]

23

მურაზ გიორგაძე

არმაზი [საქ]

1994

8

2ლ

22

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ დ2]

1993

38

7ლ [1 კაპ]

21

ვასილ ლობჟანიძე

არმაზი [საქ]

1996

8

:

16

სიმონ მაისურაძე

ვალანს [სფრ ფ 1]

1986

32

სბ

17

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტ14]

1990

30

ლ სბ

18

ანტონ ფეიქრიშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

15

ლ სბ

19

კოტე მიქაუტაძე

ტულონ [სფრ ტ14]

1991

38

2ლ 2სბ

20

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტ14]

1989

34

3ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ

უფროსობა

მილთონ ჰეიგ

მთავარი მწვრთნელი

[ზელ]

ილია მაისურაძე

მწვრთნელი

ილია ზედგინიძე

მწვრთნელი

ირაკლი მაჩხანელი

მწვრთნელი

მაიქლ ბრედლი

მწვრთნელი

[ირლ]

დიდიე ბეს

მწვრთნელი

[სფრ]

ვასილ აბაშიძე

მენეჯერი


rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088087