ინგლისში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ორი ტურის მატჩები მიილია. სტატისტიკოსები კი სხვადასხვა კატეგორიებში განვლილ მატჩებში შედეგებს ითვლიან.
ოფლოუდების (ბოჭვიდან პასი) რაოდენობით “ბორჯღალოსნები” საწყისი ორი ტურის შემდეგ მესამე ადგილზე არიან. ქართველებმა ოფლოუდის გახერხება 23-ჯერ მოახერხეს და სამხრეთ აფრიკასა და სამოას უსწრებენ, რომელთა შედგია 20-ია.
საუკეთესო მაჩვენებელი ამ მხრივ ჩვენს მომავალ მეტოქეს ახალ ზელანდიას აქვს – 27, ხოლო მეორეზე ასევე ჩვენი ყოფილი მოწინააღმდეგე არგენტინაა 25 ოფლოუდით.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია