ამბები

22:53 | 27.09.2015 | ნანახია 2860 - ჯერ

ირლანდიამაც მეორე ტაიმში გაილაღა

ირლანდიის ნაკრებმა, შოტლანდიის კვალდაკვალ, მეორე დონის რუმინეთი მეორე ტაიმში გატეხა, პირველ ნახევარში გატანილ ორ ლელოს კიდევ ექვსი შემატა და ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა.

ირლანდია რუმინეთზე ერთი თავით მაღლა იდგა, მაგრამ კარპატელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ბოლოს პრესტიჟის ლელოც გაიტანეს. როგორც წესი, მატჩის დებიუტში ირლანდიამ მეტოქე დააფასა და ორი ჯარიმა კარში დაარტყა, მათ შორის კი, ერთი თავადაც გაუშვა. მერე სისწრაფეებს უმატა და მართალია საიმონ ზიბოს ულამაზესი ლელო სამართლიანად გაუქმდა, მაგრამ მერე ხელდახელ შეტევა თომი ბოუმ ალამთან დაასრულა. მალე მეორე ლელოც გავიდა, ქის ერლსმა მარცხენა ფლანგზე მიიღო გრძელი გადაცემა და მანაც ალმამდე ირბინა - 18:3.

მეორე ტაიმი რომ დაიწყო ერლსი ფეხით შეცურებულ ბურთს მიყვა და დუბლი შეასრულა, ხოლო 62-ე წუთზე უკვე კვლავ ბოუ გაიქცა თავის ფლანგზე და მანაც დუბლი მიითვალა.

ირლანდიას პრემიალური ქულა უკვე განაღდებული ჰქონდა, მაგრამ არ გაჩერდა და ხელდახელ შეტევით კიდევ ორი ლელო გაიტანა, 78-ე წუთზე კი, ოვიდიუ ტონიცამ გაგლიჯა ხაზი და პრესტიჟის ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ირლანდია 4 ოქტომბერს იტალიას ეთამაშება და მოგებით მეოთხედფინალში თამაშს დაიბევებს, ხოლო რუმინეთი 6 ოქტომბრამდე ისვენებს და მერე კანადასთან ჯახი უწევს.

2015 წლის მსოფლიო თასი

ა ჯგუფი

27 სექტემბერი

ავსტრალია - ურუგვაი 65:3 (31:3)

1. ავსტრალია 2 2 0 0 93:16 9 1
2. უელსი 2 2 0 0 82:34 9 1
3. ინგლისი 2 1 0 1 60:39 6 2
4. ფიჯი 2 0 0 2 24:63 0 0
5. ურუგვაი 2 0 0 2 12:119 0 0

ბ ჯგუფი

27 სექტემბერი

შოტლანდია - აშშ 39:16 (6:13)

1. შოტლანდია 2 2 0 0 84:26 10 2
2. სამხრეთ აფრიკა 2 1 0 1 78:40 7 1
3. სამოა 2 1 0 1 31:62 4 0
4. იაპონია 2 1 0 1 44:77 4 0
5. აშშ 2 0 0 2 32:64 0 0

გ ჯგუფი

29 სექტემბერი

ტონგა - ნამიბია

1. ახალი ზელანდია 2 2 0 0 84:30 9 1
2. არგენტინა 2 1 0 1 70:35 5 1
3. საქართველო 2 1 0 1 26:64 4 0
4. ტონგა 1 0 0 1 10:17 1 1
5. ნამიბია 1 0 0 1 14:58 0 0

დ ჯგუფი

27 სექტემბერი

ირლანდია - რუმინეთი 44:10 (18:3)

ირლანდია: 15. საიმონ ზიბო, 14. თომი ბოუ, 13. ჯარედ პეინი, 12. დარენ ქეივი, 11. ქის ერლსი, 10. იენ მედიგანი, 9. ოუნ რედენი; 1. ქიენ ჰილი, 2. რიხარტ სტრაუსი, 3. ნეითან ვაითი, 4. დონაქა რაიანი, 5. დევინ თოუნერი, 6. ჯორდი მერფი, 7. ქრის ჰენრი, 8. ჯემი ჰიზლიპი.

სათადარიგოები: 16. შონ ქრონინი, 17. ჯექ მაკგრასი, 18. თეიგ ფერლონგი, 19. პოლ ო’ქონელი, 20. შონ ო’ბრაიენი; 21. ქონორ მარი, 22. პედი ჯექსონი, 23. რობ ქარნი.

6 ლელო: ბოუ (2), ერლსი (2), ქარნი, ჰენრი

4 გარდასახვა: მედიგანი

2 ჯარიმა: მედიგანი

რუმინეთი: 15. კეტელინ ფერკუ, 14. ადრიან აპოსტოლი, 13. პაულა კინი კინი ლაუ, 12. ჩობა გალი, 11. იონუც ბოტეზატუ, 10. მაიქლ ვირინგი, 9. ვალენტინ კალაფეტეანუ; 1. ანდრეი ურსაკე, 2. ანდრეი რედოი, 3. პაულიკა იონი, 4. ვალენტინ პოპირლანი, 5. ოვიდიუ ტონიცა, 6. ვიორელ ლუკაჩი, 7. მიხაი მაკოვეი, 8. დანიელ კარპო.

სათადარიგოები: 16. ოთარ ტურაშვილი, 17. მიხაიცა ლაზარი, 18. ალეკსანდრუ ცერუში, 19. იოჰანეს ფან ჰირდენი, 20. სტელიან ბურჩა; 21. ფლორინ სურუჯიუ, 22. ფლორინ იონიცა, 23. ფლორინ ვლაიკუ.

1 ლელო: ტონიცა

1 გარდასახვა: ვლაიკუ

1 ჯარიმა: კალაფეტეანუ

1 სინბინი: გალი

1. ირლანდია 2 2 0 0 94:17 10 2
2. საფრანგეთი 2 2 0 0 70:21 9 1
3. იტალია 2 1 0 1 33:50 4 0
4. კანადა 2 0 0 2 25:73 1 1
5. რუმინეთი 2 0 0 2 21:82 0 0


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083093